გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა № 29

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

 

 

ქალაქ თელავის

მუნიციპალიტეტის საკრებულო

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა   № 29

 

 

20მაისი2016წ.

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 2 ნოემბრის 76

განკარგულებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ

საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების

დგომისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ“

ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად,

მუხლი 1.შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის #76 განკარგულებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ“.

მუხლი 2. განკარგულების პირველ მუხლსდაემატოს 18,19,20,21,22,  პუნქტები შემდეგი რედაქციით:

  1. ჭავჭავაძის გამზირის და ქეთევან წამებულის ქუჩის გადაკვეთაზე დასავლეთ მხარეს მოეწყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დგომის ადგილი სავალი ნაწილის სამხრეთით, ხოლო ჭავჭავაძის გამზირის და ვარდოშვილის ქუჩის გადაკვეთაზე (ჩრდილოეთით) სავალი ნაწილის პარალელურად მოეწყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის ადგილი 50 მეტრიან მონაკვეთზე.
  2. სააკაძის ქუჩის და ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთაზე აღმოსავლეთ მხარეს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელიდან 10 მეტრის დაშორებით მოეწყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის ადგილი 900-ით 80 მეტრიან მონაკვეთზე. აღნიშნული მონაკვეთის შუაში ორი ადგილი გამოიყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დგომისათვის. ხოლო ჭავჭავაძის გამზირის და ალაზნის გამზირის გადაკვეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 50 მეტრიანი მონაკვეთი მხოლოდ ტაქსებისათვის.
  3. ალაზნის გამზირის დასაწყისიდან აღმოსავლეთ მხარეს ორ რიგად, მოძრაობის პარალელურად საკოლმეურნეო ბაზრის შესასვლელამდე მხოლოდ ტაქსებისათვის, ხოლო საკომლეურნეო ბაზრის შესასვლელიდან ავტოსადგურის ზედა შესასვლელამდე მოძრაობისდ პერპენდიკულარულად 900-ით (გარდა ტაქსებისა).

ავტოსადგურის ზედა შესასვლელიდან ქვედა შესასვლელამდე სავალი ნაწილის პარალელურად.

ალაზნის გამზირის დასაწყისიდან დასავლეთ მხარეს, ლიბერთი ბანკის შესასვლელამდე აიკრძალოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომა. ხოლო ლიბერთი ბანკის შესასვლელიდან დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთამდე მოეწყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის ადგილი 450-ით.

  1. ნადიკვრის ქუჩაზე, 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთიდან 30 მეტრიანი მონაკვეთი სამხრეთ მხარეს 900-ით. დანარჩენ მონაკვეთზე ლაღიძის ქუჩის გადაკვეთამდე აიკრძალოს დგომა. ჩრდილოეთ მხარეს ბარნოვის ქუჩის დასაწყისამდე სავალი ნაწილის პარალელურად. ბარნოვის ქუჩის დასაწყისიდან რუსთაველის გამზირის გადაკვეთამდე დასავლეთ მხარეს სავალი ნაწილის პარალელურად.

ნადიკვრის და რჩეულიშვილის ქუჩის გადაკვეთიდან ბარნოვის ქუჩამდე ჩრდილოეთ მხარეს სავალი ნაწილის პარალელურად.

  1. არსენიშვილის ქუჩის და ბიბერახის ქუჩის გადაკვეთიდან სავალი ნაწილის ორივე მხარეს 40 მეტრიან მონაკვვეთზე აიკრძალოს ავტოსატრენსპორტო საშუალებების დგომა. ბიბიერახის ქუჩის აღოსავლეთ მხარეს (ნადიკვრის პარკის მიმდებარედ) 10 მეტრიანი მონაკვეთ პარკის შესასვლელიდან სამხრეთ მხარეს 900-ით, ხოლო 30 მეტრიანი მონაკვეთი სავალი ნაწილის პარალელურად.

 

მუხლი 3.განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი4.განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში, მისი ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში (მის. ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზირი #41).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                               არჩილი თხლაშიძე

 

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

განკარგულება N29- 20.05.16 76 განკარგულებაში ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის