ო ქ მ ი №8

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  

მორიგი   სხდომის

 ო ქ მ ი  №8    

    20  მაისი   2016 წ.                                                                                        ქ. თელავი

 

  სხდომას თავმჯდომარეობდა :  არჩილი თხლაშიძე

  ესწრებოდნენ:   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე       გია გიგიაშვილი

იურიდიულ  საკითხთა კომისიის თავმჯდომარე                   ანზორ სულხანიშვილი

  სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის

 და ბუნებრივი    რესურსების კომისიის თავმჯდომარე                    დიმიტრი ზაქაიძე

სოციალური,  კულტურის,  განათლების და  ახალგაზრდობის

 საქმეთა კომისიის თავმჯდომარე                                                       გიორგი ხაჭაპურიძე

             

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე                                 დავით ძნელაძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე                                      დავით ჯორჯაძე

                                                               

ფრაქცია ,,ძლიერი თელავი“-ს თავმჯდომარე                             ნიკოლოზ ვარდოშვილი

                          საკრებულოს წევრები:   ლ. არჯევანიძე, ბ. რევაზიშვილი,

                                                                     შ. ნარეკლიშვილი.  

                                                                      (რეგისტრაციის  ფურცელი თან  ერთვის).

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

                         სხდომას ასევე  ესწრებოდნენ:  მერის მოადგილეები: ლ. ლილუაშვილი და ა. საჩიშვილი, მერიის  ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების,  დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი  დ. ნუსხელიძე, მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის განყოფილების უფროსი ნ. ბაჩიაშვილი, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ნ. ვაყელიშვილი,  მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ე.ფროდეული, მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსი გ. კიკნაძე.  

მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები.

მოქალაქეები: ა. მჭედლიშვილი, ც. მარგალიტაშვილი, შ. დათუნაშვილი.

საკრებულოს აპარატის უფროსი ტ. გალახვარიძე, საკრებულოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მ. ჩაფურიშვილი, მოწვეული სპეციალისტი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში თ. შაშვიაშვილი, მოწვეული სპეციალისტი სოციალური, კულტურის,  განათლების და  ახალგაზრდობის საქმეთა კომისიაში ჯ. ღუდუმიძე.

 

       საკრებულოს თავმჯდომარემ  საკრებულოს წევრებს დასამტკიცებლად წარუდგინა წარუდგინა დღის წესრიგი.

 

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №52 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს. ლ. ლილუაშვილი                       

11.00სთ-დან 11.20სთ-მდე

  1. ქალაქ თელავში ქართული უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას შ.პ.ს. ,,ბუნებრივი აირი“-ს მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ;

მომხს. თ. მთვარელიშვილი

11.20სთ-დან 11.35სთ-მდე

  1. ქალაქ თელავში თბილისის გზატკეცილზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას მოქალაქე ნოდარ ტიღაშვილის მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ;

მომხს. თ. მთვარელიშვილი

11.35სთ-დან 11.50სთ-მდე

  1. ქალაქ თელავში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას მოქალაქე ნოდარ ტიღაშვილის მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ;

მომხს. თ. მთვარელიშვილი

11.50სთ-დან 12.00სთ-მდე

შესვენება 12.00სთ-დან 12.30სთ-მდე

  1. ქალაქ თელავში ალაზნის გამზირის დასავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ;

მომხს. თ. მთვარელიშვილი

                                                                                              12.30სთ-დან 12.40სთ-მდე

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის  №76 განკარგულებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე;

მომხს. დ. ზაქაიძე

                                                                                              12.40სთ-დან 12.50სთ-მდე

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ;

მომხს. მ. ჩაფურიშვილი

                                                                                              12.50სთ-დან 13.00სთ-მდე

 

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის – არჩილ თხლაშიძის მივლინების შესახებ.

მომხს. ა. სულხანიშვილი

13.00სთ-დან

  

                                                                                                                                                                                        

                                     წარმოდგენილი სახით  დღის წესრიგის დამტკიცებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა.

  1. მოისმინესქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №52 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

აზრი გამოთქვეს: დ. ზაქაიძემ დასვა კითხვა ჭიდაობის სპორტული სკოლისათვის დამატებით თანხების გამოყოფის თაობაზე, თუ რა საჭიროებისთვისაა განსაზღვრული ეს თანხები.

  ასევე დაისვა კითხვები ანთაძის სახელობის სპორტსკოლის საკანალიზაციო სისტემის მოწყობისათვის საჭირო თანხებზე.

    აღნიშნულ კითხვებზე განმარტებები გააკეთეს მომხსენებელმა, გ. ხაჭაპურიძემ და ა. თხლაშიძემ.

დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი (მომხრე 10 (ათი) საკრებულოს წევრი , წინააღმდეგი 1 (ერთი): დ. ზაქაიძე).

  1. მოისმინესქალაქ თელავში ქართული უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას შ.პ.ს. ,,ბუნებრივი აირი“-ს მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ;

 აზრი გამოთქვეს: ნ. ვარდოშვილმა დასვა კითხვა ორწლიანი ვადის გაგრძელების შესახებ.

 მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მესაკუთრემ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა 1 007 000 (ერთი მილიონ შვიდიათასი) ინვესტიცია (აუდიტის შეფასებით) .  მესაკუთრე გეგმავს უფრო დიდი ინვესტიციის განხორციელებას  შესაბამისად, მიზანშეწონილია თუ პირობის შესრულების ვადას გავუგრძელებთ  კიდევ  2 ორი წლით

დაადგინეს: ქალაქ თელავში ქართული უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას შ.პ.ს. ,,ბუნებრივი აირი“-ს მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადა გაგრძელდეს 2 წლით. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა   წევრმა).

  1. მოისმინესქალაქ თელავში თბილისის გზატკეცილზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას მოქალაქე ნოდარ ტიღაშვილის მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ;

აზრი გამოთქვეს: სააუქციონე პირობების შესრულების ვადასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ვადას გავაგრძელებთ გონივრული ვადით, იმის გათვალიწინებით, რომ ობიექტი დიდია და პირობის განხორციელებისათვის საჭიროა დიდი დრო.

    ლ. არჯევანიძემ აღნიშნა, რომ ორი წლის განმავლობაში პიროვნებამ არ წარმოადგინა პროექტი, ამიტომ არსებობს რეალური საფუძველი იმისა, რომ ვადის გაგრძელების შემთხვევაშიც ვერ მოხდეს პირობის შესრულება.

   დ. ზაქაიძის და ბ. რევაზიშვილის მიერ გამოითქვა მოსაზრება სააუქციონე პირობის ვადის ორი წლით გაგრძელების შესახებ, რასაც დაეთანხმნენ საკრებულოს წევრებიც.

   შ. ნარეკლიშვილმა აღნიშნა, რომ სააუქციონე პირობის შესრულების ვადას თითქმის არავინ არ ასრულებს და გვიხდება გაგრძელება. ამიტომ კარგი იქნება, თუ საკრებულო იმსჯელებს პირობების სხვა ფორმით შემუშავებაზე.

დაადგინეს: ქალაქ თელავში თბილისის გზატკეცილზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას მოქალაქე ნოდარ ტიღაშვილის მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადა გაგრძელდეს 2 (ორი) წლით. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა   წევრმა).

  1. მოისმინეს ქალაქ თელავში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას მოქალაქე ნოდარ ტიღაშვილის მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ;

 აზრი გამოთქვეს: წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ისევე როგორც წინა შემთხვევაში მიზანშეწონილია პირობის შესრულების ვადის გაგრძელება.

დაადგინეს: ქალაქ თელავში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას მოქალაქე ნოდარ ტიღაშვილის მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადა გაგრძელდეს 2 (ორი) წლით. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა   წევრმა).

 

  1. მოისმინესქალაქ თელავში ალაზნის გამზირის დასავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ;

აზრი გამოთქვეს: საკრებულოს წევრების მიერ აღინიშნა, რომ სხდიმაზე გვესწრებიან მესაკუთრეები და კარგი იქნება, თუ მათგან მოვისმენთ განმარტებებს, თუ რატომ ითხოვენ ვადის გაგრძელებას.

ც. მარგალიტაშვილმა აღნიშნა, რომ ნაკვეთის შეძენისას მისთვის უცნობი იყო პირობის არსებობის შესახებ. ამიტომ გადაწყვიტა ნაკვეთის შეძენა, ახლა კი დგება ფაქტის წინაშე, რომ პირობა შესასრულებელია, მაგრამ ამისი არანაირი საშუალება არ გააჩნია.

შ. დათუნაშვილმა აღინიშნა, რომ მას უკვე წარმოგენილი აქვს მშენებლობის პროექტი.

ა. თხლაშიძემ აღნიშნა, რომ პირობის შესრულების ვადები უნდა განისაზღვროს გონივრულად, ამიტომ კორექტირება უნდა შევიდეს პროექტში და ნაცვლად ერთი წლისა , პირობის შესრულების ვადა გავუგრძელოთ ორივე მოქალაქეს – 2 (ორი ) წლით.

დაადგინეს:  ქალაქ თელავში ალაზნის გამზირის დასავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადა, მოქალაქეებს: ციცინო მარგალიტაშვილს და შორენა დათუნაშვილს  გაუგრძელდეს 2 (ორი) წლით. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა   წევრმა).

  1. მოისმინეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №76 განკარგულებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომისათვის ადგილების გამოყოფის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე;

 აზრი გამოთქვეს: საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსებისათვის დგომის ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ტაქსები ბევრიქა და აღნიშნული ტერიტორია არ იქნება საკმარისი.

  საკრებულოს წევრებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვას ძველი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უსახელო ქუჩაზე დგომის ადგილებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ქუჩა კეთილმოწყობილია, მაგრამ მოძრაობის მხრივ კვლავ პრობლემებია და საჭიროა დარეგულირდეს დგომის ადგილები ისე, რომ მოძრავ მანქანებს არ შეექმნათ პრობლემა, ამიტომ კარგი იქნება თუ ამ პროექტიდან ამოვიღებთ მეექვსე პუნქტს და სამუშაო ჯგუფი შეისწავლის დამატებით აღნიშნულ საკითხს.

დაადგინეს: სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი მომხრე: 7 (შვიდი) საკრებულოს წევრი , წინააღმდეგი 2 (ორი)-  ლ. არჯევანიძე, ბ. რევაზიშვილი; ნ. ვარდოშვილმა კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, დ. ძნელაძე არ ესწრებოდა კენჭისყრას).

  1. მოისმინესქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ;

 აზრი გამოთქვეს: ლ. არჯევანიძემ აღნიშნა, რომ ფაქტიურად მერიამ უნდა იხელმძღვანელოს აღნიშნული პროექტით და მასში გაწერილი პროცედურების თანახმად ჩაატაროს საერთო კრებები.

მომხსენებლის მიერ გაკეთდა განმარტება იმის თაობაზე, რომ პროექტი შეთანხმებულია მუნიციპალიტეტის მერთან.

დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა  წევრმა, დ. ძნელაძე არ ესწრებოდა კენჭისყრას).

  1. მოისმინეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის – არჩილ თხლაშიძის მივლინების შესახებ.

გადაწყვიტეს: მივლინებულ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარე მაკედონიაში 2016 წლის 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              არჩილი თხლაშიძე

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

N 8- 20..05.2016  მორიგი სხდომის ოქმი