ქარიშხლის შედეგად გადახდილი სახურავი უკვე გადახურულია

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა ალაზანი-კავკასიონის ად. ერთეულში, აღმაშენებლის შესახვევის #11-ში მიმდინარე მრავალსართულიანი სახლის გადახურვითი სამუშაოები დაათვალიერეს. 30 ივლისს, საღამოს ქარიშხლის შედეგად გადახდილი ორი მრავალსართულიანი სახლის სახურავის გადახურვითი სამუშაოები 1 ივლისიდან დაიწყო. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 99 000 ლარი იქნა გამოყოფილი. ამ ეტაპისთვის უკვე დასრულებულია კავკასიონის #37 არსებული მრავალსართულიანი ბინის გადახურვითი სამუშაოები. ხოლო აღნიშნული სახურავის გადახუვა მიმდინარე თვის 20 ივლისამდე დასრულდება.
ქალაქ თელავის მერია მადლობას უხდის ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის.