,,შანსის კლუბის” საერთაშორისო სამხატვრო კონკურსის პრეზენტაცია

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

,,დამიხატე მშვიდობა”-აღნიშნული სახელწოდებით დღეს, თელავის დრამატულ თეატრში ფრანგული ორგანიზაცია ”შანსის კლუბის” საერთაშორისო სამხატვრო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე დავით ჯორჯაძე და მერი პლატონ კალმახელიძე ესწრებოდნენ. თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა იქვე დახატეს ნახატები მშვიდობის თემაზე. მასტერკლასს წარუძღვა საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი. საუკეთესო მოსწავლეების ნამუშევრები მონაწილებას მიიღებენ მსოფლიო სამხატვრო კონკურსში.
თელავის დრამატული თეატრის ფოიეში ასევე გამოიფინა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) პერიოდის მასალები; XX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობის ამსახველი არქივები.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის და ადგილობირივი და ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.