14 ივნისი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

დღეს, ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ გია გიგაშვილმა, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დავით ჯორჯაძემ, მერმა პლატონ კალმახელიძემ და მისმა მოადგილემ ლევან ლილუაშვილმა თელავის ,,ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის“ ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობიბის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე მიულოცეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოზარდებს საჩუქრად ტკბილეული, საბავშვო წიგნები და სათამაშოები გადასცეს. ამის პარალელურად სტუმრებს ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო პაატაშვილმა, მიღწეული წარმატებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო სკოლამდელი ინკლუზიური განათლების და აუტისტური სპექტრის აშლილობით ბავშვების სერვისის განვითარების საკითხსაც. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ორგანიზაციას კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დახმარებას დაპირდნენ.