ო ქ მ ი №10

      

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  

რიგგარეშე  სხდომის

 ო ქ მ ი  №10    

1 ივლისი 2016 წ.                                                                                             ქ. თელავი

 

  სხდომას თავმჯდომარეობდა :  არჩილი თხლაშიძე

  ესწრებოდნენ:   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე       გია გიგიაშვილი

იურიდიულ  საკითხთა კომისიის თავმჯდომარე                   ანზორ სულხანიშვილი

 

ეკონომიკისა   და ქონების მართვის საკითხთა

 კომისიის თავმჯდომარე                                                                      გიორგი ემინაშვილი

  სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის

 და ბუნებრივი    რესურსების კომისიის თავმჯდომარე                    დიმიტრი ზაქაიძე

სოციალური,  კულტურის,  განათლების და  ახალგაზრდობის

 საქმეთა კომისიის თავმჯდომარე                                                       გიორგი ხაჭაპურიძე

             

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე                                 დავით ძნელაძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე                                      დავით ჯორჯაძე

                                                               

ფრაქცია ,,ძლიერი თელავი“-ს თავმჯდომარე                             ნიკოლოზ ვარდოშვილი

                          საკრებულოს წევრები:    ბ. რევაზიშვილი,შ. ნარეკლიშვილი,

                                                                     დ. დალაქიშვილი,

                                                                      (რეგისტრაციის  ფურცელი თან  ერთვის).

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

                         სხდომას ასევე  ესწრებოდნენ:  მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-მერი თ. მთვარელიშვილი,   მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ნ. ვაყელიშვილი.

                     მოქალაქე მ. მოსიაშვილი

    საკრებულოს აპარატის უფროსი ტ. გალახვარიძე.

 

       საკრებულოს თავმჯდომარემ  საკრებულოს წევრებს განუმარტა რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზეზი და აღნიშნა, რომ 30 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად სრულიად დაზიანდა კავკასიონის ქ. 37 და აღმაშენებლის შეს. 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები და აუცილებელია დროულად მოხდეს მისი შეკეთებისათვის საჭირო თანხის გამოყოფა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

        აღნიშნულის შემდგომ მან დასამტკიცებლად წარადგინა დღის წესრიგი.

 

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №52 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

 

                                     აღნიშნული სახით დღის წესრიგის დამტკიცებას მხარი დაუჭირა სხდომაზე  დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა.

  1. მოისმინესქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №52 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

აზრი გამოთქვეს: დ. ზაქაიძემ, შ. ნარეკლიშვილმა, ნ. ვარდოშვილმა აღნიშნა, რომ რამოდენიმე საკრებულოს სხდომაზე მან მოითხოვა შემოწმებულიყო სხვა მრავალბინიანი სახლების სახურავები და სადაც საჭიროება მოითხოვდა, მომხდარიყო სახურავების მყარად დაფიქსირება შენობებთან. მან წარადგინა საოქმო ჩანაწერები, სადაც მოცემულ საკითხებზე აქვს გაკეთებული განცხადებები. მან კატეგორიულად მოითხოვა ქმედითი ღონისძიებების გატარება.

  საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მომავალში შესაძლებელია ვიმუშავოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები.

  თ. მთვარელიშვილმა აღნიშნა, რომ პრევენციული ღონისძიებები ნამდვილად საჭიროა და გამოთქვა მზადყოფნა, საკრებულოსთან ერთად სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებისათვის.

  მოქალაქე მ. მოსიაშვილმა დასვა კითხვა სარეზერვო ფონდის ოდენობასთან დაკავშირებით, რაზეც მომხსენებლის მიერ გაკეთდა შესაბამისი განმარტებები.

დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა   წევრმა).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              არჩილი თხლაშიძე

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

N 10- 01..07.2016  რიგგარეშე სხდომის ოქმი