ო ქ მ ი №9

      

      

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  

მორიგი   სხდომის

 ო ქ მ ი  №9    

17  ივნისი   2016 წ.                                                                                          ქ. თელავი

 

  სხდომას თავმჯდომარეობდა :  არჩილი თხლაშიძე

  ესწრებოდნენ:   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე       გია გიგიაშვილი

იურიდიულ  საკითხთა კომისიის თავმჯდომარე                   ანზორ სულხანიშვილი

 

ეკონომიკისა   და ქონების მართვის საკითხთა

 კომისიის თავმჯდომარე                                                                      გიორგი ემინაშვილი

  სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის

 და ბუნებრივი    რესურსების კომისიის თავმჯდომარე                    დიმიტრი ზაქაიძე

სოციალური,  კულტურის,  განათლების და  ახალგაზრდობის

 საქმეთა კომისიის თავმჯდომარე                                                       გიორგი ხაჭაპურიძე

             

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე                                 დავით ძნელაძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე                                      დავით ჯორჯაძე

                                                               

ფრაქცია ,,ძლიერი თელავი“-ს თავმჯდომარე                             ნიკოლოზ ვარდოშვილი

                          საკრებულოს წევრები:    ბ. რევაზიშვილი,შ. ნარეკლიშვილი,

                                                                     დ. დალაქიშვილი, გ. ძამუნაშვილი,

                                                                       თ. წითელაური.

                                                                      (რეგისტრაციის  ფურცელი თან  ერთვის).

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

                         სხდომას ასევე  ესწრებოდნენ:  მუნიციპალიტეტის მერი პ. კალმახელიძე, მერის მოადგილეები: ლ. ლილუაშვილი და ა. საჩიშვილი, მერიის  ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების,  დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი  დ. ნუსხელიძე, მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის განყოფილების უფროსი ნ. ბაჩიაშვილი, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ნ. ვაყელიშვილი,  მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ე.ფროდეული, მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსი გ. კიკნაძე.  

მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები.

მოქალაქე: ა. მჭედლიშვილი,

საკრებულოს აპარატის უფროსი ტ. გალახვარიძე, საკრებულოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მ. ჩაფურიშვილი.

 

       საკრებულოს თავმჯდომარემ  საკრებულოს წევრებს დასამტკიცებლად წარუდგინა წარუდგინა დღის წესრიგი.

 

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №52 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს. ლ. ლილუაშვილი

12.00სთ-დან 12.20სთ-მდე

  1. ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2016 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს. ლ. ლილუაშვილი

21.20სთ-დან 12.35სთ-მდე

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ ,,თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“-სათვის დროებით სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ;

მომხს. თ. მთვარელიშვილი

12.35სთ-დან 12.50სთ-მდე

  1. ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირის დასავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ;

მომხს. თ. მთვარელიშვილი

12.50სთ-დან 13.00სთ-მდე

შესვენება 13.00სთ-დან 13.30სთ-მდე

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ;

მომხს. ა. საჩიშვილი

                                                                                              13.30სთ-დან 13.40სთ-მდე

  1. ქალაქ თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქუჩის აღმოსავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას შ.პ.ს. ,,ბუნებრივი აირი“-ს მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობის ვადის გაგრძელების შესახებ;

მომხს. თ. მთვარელიშვილი

13.40სთ-დან 13.50სთ-მდე

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულების შემცირების შესახებ.

მომხს. თ. მთვარელიშვილი

13.50სთ-დან 14.00სთ-მდე

  1. 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო პლაკატების გასაკრავად (გამოსაფენად) ადგილების განსაზღვრის შესახებ.

მომხს. ტ. გალახვარიძე

14.00სთ-დან 14.10სთ-მდე

  1. 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტებისათვის შენობა-ნაგებობების გამოყოფის შესახებ.

მომხს. ტ. გალახვარიძე

                                                                                                   14.10სთ-დან 14.20სთ-მდე

   დ. ზაქაიძემ მოითხოვა დღის წესრიგს დაემატოს საკითხი: ,,ქალაქ თელავის ერთ-ერთი ქუჩისათვის დიმიტრი გიორგელაშვილის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის  შესახებ.

  ნ. ვარდოშვილმა მოითხოვა დღის წესრიგს დაემატოს ,,სხვადასხვა“, სადაც ის გააკეთებს  განცხადებას.

                            

                                     წარმოდგენილი დამატებების გათვალისწინებით დღის წესრიგის დამტკიცებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა.

  1. მოისმინესქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №52 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

აზრი გამოთქვეს: კავკასიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დ. ზაქაიძემ აღნიშნა, რომ მომხრეა, როცა რაიმე სამუშაოები  უნდა შესრულდეს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი სხვა ქუჩაც მოითხოვს რეაბილიტაციას და ამისათვის თანხები ვერ გამოიძებნა, კავკასიონის ქუჩისათვის კი გამოიყო დიდი მოცულობის თანხა.

    აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ პრობლამების მოგვარებისას უნდა დაისახოს პრიორიტეტები და მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ ისარგებლოს ბევრმა ბენეფიციარმა. სწორედ აქედან გამომდინარე შეირჩა კავკასიონის ქუჩა.

  ვინაიდან კავკასიონის ქუჩის რეაბილიტაციას სჭირდება დაახლოებით 500 000, მგფ-მა ვერ მოახერხა წელს განეხორციელებინა პროექტი. აქედან გამომდინარე თანხები მოძიებული იქნა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიხოლო მომავალში ფონდი უზრუნველყოფს საკმაოდ დიდი თანხების გამოყოფას სხვადასხვა სამუშაოებისათვის.

  ნ. ვარდოშვილმა აღნიშნა, რომ კავკასიონის ქუჩაზე, სანამ მოხდება რეაბილიტაცია, უნდა გაირკვეს შესაცვლელია თუ არა სხვადასხვა კომუნიკაციები, რათა არ მოხდეს შემდგომში გაკეთებული ქუჩის გადათხრა.

   დ. ზაქაიძემ აღნიშნა, რომ ფაქტიურად გადათხრილია თელავის ნახევარი ქუჩები, რომელიც მოითხოვს სასწრაფო შეკეთებას. ჩვენ კი ვგეგმავთ კავკასიონის ქუჩის შეკეთებას.

   პ. კალმახელიძემ აღნიშნა, რომ წყამლომარაგების კომპანია ვალდებულია შეაკეთოს ქუჩები, სადაც მოხდა მაგისტრალების შეცვლა, სამუშაოების მიმდინარეობაზე კონტროლს კი ახორციელებს მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი. მერია ყველანაირად ცდილობს, რომ სამუშაოები შესრულდეს დროულად.

   გ. ძამუნაშვილმა კი ისაუბრა იმის თაობაზე, რომ უკვე ორი წელია ითხოვს ანთაძის სახელობის სპორტ სკოლაში გათბობის სისტემის მონტაჟს, რაზეც მერიამ ვერ გამონახა საჭირო თანხები, ამ ეტაპზე კი ნახევარი მილიონი გამოინახა კავკასიონის ქუჩის რეაბილიტაციისათვის.

   აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ჩვენი ბიუჯეტი ვერ უზრუნველყოფს ერთდროულად ყველა პრობლემის აღმოფხვრას, ამიტომ მუშაობა მიდის სხვადასხვა სფეროს მიხედვით და სრულდება პრიორიტეტების მიხედვით. ხოლო რაც შეეხება სპორტის მიმართულებებს, მომავალი წლისათვის თელავს ექნება თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი.

   შ. ნარეკლიშვილმა კითხვა დაუსვა პ . კალმახელიძეს, თუ როდის იგეგმება ქალაქის ტერიტორიაზე  სხვა დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია.

    მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ საკრებულოსთან ერთად დაიგეგმება პრიორიტეტები და მოთხოვნილი იქნება საჭირო თანხები საქართველოს მთავრობიდან.

  შ. ნარეკლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არათანაბარ პირობებში ვაყენებთ ქალაქის მოსახლეობას, რადგან უამრავი ქუჩაა მოსაწესრიგებელი, რომელთაც არ სჭირდებათ განსაკუთრებით დიდი თანხები, მხოლოდ ერთი ქუჩისათვის კი ასეთი დიდი თანხის გამოყოფა არ არის მიზანშეწონილი.

   გ. ძამუნაშვილმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტი არ არის სწორად განსაზღვრული, რასაც დაეთანხმა ნ. ვარდოშვილი.

 აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე საკრებულოს თავმჯდომარემ გამოთქვა მოსაზრება, რომ პროექტს კენჭი ეყაროს მუხლობრივად. მუხლობრივ კენჭისყრას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა.

  ჩატარდა მუხლობრივი კენჭისყრა.

   ა) კავკასიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის თანხის გამოყოფას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე 12 (თორმეტმა)  საკრებულოს წევრმა, წინააღმდეგი 2 (ორი): ნ. ვარდოშვილი, გ. ძამუნაშვილი.

 ბ) გამწვანების ზონების მორწყვისათვის თანხის გამოყოფას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე 12 (ორმეტმა) საკრებულოს წევრმა, წინააღმდეგი 1 (ერთი): დ. ზაქაიძე, შ. ნარეკლიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

  გ)   სასმელი წყლის ფანტანების მოწყობის და გამრიცხველიანებისათვის საჭირო თანხების გამოყოფას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 13 (ცამეტმა) წევრმა. წინააღმდეგი 1(ერთი)- დ. ზაქაიძე.

 დ) დიალიზის პროგრამისათვის თანხის დამატებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა.

  დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი.

  1. მოისმინეს,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2016 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 აზრი გამოთქვეს: შ. ნარეკლიშვილმა, ა. თხლაშიძემ

დაადგინეს:  დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 13 (ცამეტმა)   წევრმა, კენჭისყრას არ ესწრებოდა გ. ძამუნაშვილი).

  1. მოისმინესქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ ,,თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“-სათვის დროებით სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ;

აზრი გამოთქვეს: ნ. ვარდოშვილმა, ა. თხლაშიძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას და ჩვენი თანადგომა ამ კუთხით მნიშვნელოვანია.

დაადგინეს:  დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 13 (ცამეტმა)  წევრმა, კენჭისყრას არ ესწრებოდა გ. ძამუნაშვილი).

  1. მოისმინეს ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირის დასავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ;

 აზრი გამოთქვეს: დ. ჯორჯაძემ, დ. ზაქაიძემ,

დაადგინეს:  დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 11 (თერთმეტმა)   წევრმა, კენჭისყრას არ ესწრებოდა გ. ძამუნაშვილი, დ. დალაქიშვილი, გ. ხაჭაპურიძე).

  1. მოისმინესქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ.

აზრი გამოთქვეს: გ. ემინაშვილმა, გ. ძამუნაშვილმა აღნიშნა, რომ რეგულაცია უნდა იქნეს შემუშავებული ფიზიკური პირებისათვისაც. პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს წევრების მიერ აღინიშნა, რომ პროექტში უნდა შევიდეს მცირეოდენი კორექტირება,. კერძოდ: პროექტის სათაურიდან და ტექსტიდან ამოღებული იქნას სიტყვა ,,დასახლებული“, რადგან მომსახურება ხორციელდება მთლიანი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

დაადგინეს:  დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 13 (ცამეტმა)   წევრმა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო – გ. ძამუნაშვილმა).

  1. მოისმინეს ქალაქ თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქუჩის აღმოსავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას შ.პ.ს. ,,ბუნებრივი აირი“-ს მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობის ვადის გაგრძელების შესახებ;

 აზრი გამოთქვეს: ნ. ვარდოშვილმა, ა. თხლაშიძემ,

დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 12 (თორმეტმა) წევრმა, კენჭისყრას არ ესწრებოდნენ: დ. დალაქიშვილი და დ. ზაქაიძე).

  1. მოისმინესქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულების შემცირების შესახებ.

 აზრი გამოთქვეს: გ. ძამუნაშვილმა, შ. ნარეკლიშვილმა,

დ. ზაქაიძემ აღნიშნა, რომ თუ მიწის ნაკვეთები არ იყიდება შესაძლებელია ფასი კი არ შევამციროთ, არამედ აღარ გავყიდოთ და გამოყენებული იქნეს მუნიციპალიტეტის ინტერესებისათვის.

 ნ. ვარდოშვილმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სანამ არ იქნება ქალაქის გენერალური გეგმა არ უნდა გაიყიდოს მიწის ნაკვეთები.

გ. ძამუნაშვილმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება წარმოდგენილ საკითხს და ფასების შემცირებას, რადგან მიწის ნაკვეთების გაყიდვით შემოსული თანხებით უნდა განხორციელებულიყო სხვადასხვა პროექტები.

დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 9 (ცხრა)  წევრმა, წინააღმდეგი 5 (ხუთი): გ. ძამუნაშვილი, დ. ზაქაიძე, შ. ნარეკლიშვილი, ნ. ვარდოშვილი, ბ. რევაზიშვილი).

 

  1. მოისმინეს2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო პლაკატების გასაკრავად (გამოსაფენად) ადგილების განსაზღვრის შესახებ.

 აზრი გამოთქვეს: დ. ზაქაიძემ მოითხოვა პროექტში კორექტირების შეტანა და მარჯანიშვილის ქუჩის ამოღება.

დაადგინეს:  დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი, დ. ზაქაიძის მიერ გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 13 (ცამეტმა)  წევრმა, კენჭისყრაში მონაწილოება არ მიიღო – ნ. ვარდოშვილმა).

 

  1. მოისმინეს2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტებისათვის შენობა-ნაგებობების გამოყოფის შესახებ.

 აზრი გამოთქვეს: გ. ძამუნაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია საარჩევნო სუბიექტებისათვის გამოიყოს თ. ანთაძის სპორტული სკოლის შენობაც. მის მოსაზრებას დაეთანხმნენ სხვა საკრებულოს წევრებიც.

დაადგინეს: დამტკიცდეს  წარმოდგენილი პროექტი, თ. ანთაძის სახელობის სპორტული სკოლის შენობის დამატებით (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 13 (ცამეტმა)  წევრმა, კენჭისყრაში მონაწილოება არ მიიღო – ნ. ვარდოშვილმა).

  1. მოისმინესქალაქ თელავის ერთ-ერთი ქუჩისათვის დიმიტრი გიორგელაშვილის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.

 აზრი გამოთქვეს: საკრებულოს წევრების მიერ ერთხმად აღინიშნა, რომ ქალაქის წინაშე დ. გიორგელაშვილის დამსახურებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი იქნება თუ რომელიმე ქუჩას ეწოდება მისი სახელ;ი და შესაბამისი კომისია დაიწყებს მუშაობას შესაბამის პროცედურებზე.

დაადგინეს: ქალაქ თელავის ერთ-ერთი ქუჩისათვის დიმიტრი გიორგელაშვილის სახელის მინიჭება მიჩნეული იქნეს მიზანშეწინილად. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 12 (თორმეტმა)  წევრმა, კენჭისყრას არ ესწრებოდა გ. ძამუნაშვილი და დ. დალაქიშვილი).

  1. ,,სხვადასხვა: ნ. ვარდოშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქის თვითმმართველ ერთეულად ჩამოყალიბების შემდგომ ქალაქში არის ხუთი მერის წარმომადგენელი, რომლებიც მუშაობენ არასათანადო პირობებში და ამ პრობლემის მოგვარებისათვის ვერ მოხერხდა თანხის გამოყოფა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისათვის ავტომანქანის შესაძენად კი თანხა გამოინახა. აღნიშნული ავტომანქანა უნდა გაიყიდოს და ეს თანხა მოხმარდეს მერის წარმომადგენლებისათვის გამოყოფილი შენობების რემონტს. თავმჯდომარის მოადგილე არ უნდა იყოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი  კომისიის თავმჯდომარე, ასევე თავმჯდომარის მოადგილე აუცილებლად უნდა იყოს თელავის მკვიდრი. ამიტომ ის უცხადებს უნდობლობას თავმჯდომარის მოადგილეს და დაიწყებს ამისათვის საჭირო პროცედურებს.

გ. ძამუნაშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებები და განკარგულებები მუშაობს ნაწილობრივ, ფიზიკური პირებისაგან ვერ ხერხდება დასუფტავების მოსაკრებლის ამოღება. ხოლო ავტტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის დგომის ადგილების გამოყოფის შესახებ განკარგულება – საერთოდ არ მუშაობს. ამიტომ უნდა განხორციელდეს კონტროლი მათ შესრულებაზე და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              არჩილი თხლაშიძე

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

N 9- 17..06.2016  მორიგი სხდომის ოქმი