დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №19

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

 

 

 

 

 

ქალაქ თელავის

მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

 

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა   №19

 

 

8  ივლისი  2016 წ.

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს

2 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის

მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“

ცვლილებების შეტანის თაობაზე 

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:     

 

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება  ქალაქ  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს №2 დადგენილებაში ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge, 08/08/2014, 010250000.35.176.016002):

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს „ეზ 1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

  ე.ზ1) საქათველოს ორგანული კანონის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ შესაბამისად ქმნის პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ კომისიას.

 

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      

  1. მერის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი:

ა)  წარუდგენს მერს ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და  მათი შესაძლო აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, გარდა მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, მერის 2014 წლის  08  ოქტომბრის  №246  ბრძანებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად;

ვ) ვალდებულია მიმართოს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე.

ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართოს საქართველოს კანონის „სამოქალაქო აქტების შესახებ“  XII თავით დადგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში.

ზ) ვალდებულია აცნობოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

თ) ადგენს ოქმს პირის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ითვლება პირის გარდაცვალების დამადასტურებელ დოკუმენტად. ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით;

ი) თუ მერის წარმომადგენელს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია პირის გარდაცვალების შესახებ ოქმის შედგენა,  იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს;

კ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნებისა და ნუმერაციის შესახებ;

ლ)  საჭიროების შემთხვევაში გასცემს შუამდგომლობებს;

მ)  მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 2.  დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

        საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          არჩილი თხლაშიძე

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

დადგენილება N19- 08 07. 2016   მერიის დებულებაში ცვლიების შეტანის ტაობაზე