გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა № 34

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

 

 

ქალაქ თელავის

მუნიციპალიტეტის საკრებულო

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა   № 34

 

 

17   ივნისი  2016 წ.

ქ. თელავი

 

ქ. თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქუჩის აღმოსავლეთით მდებარე  არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას                       

      შ.პ.ს „ბუნებრივი აირი“-ს მიერ  ნაკისრი სააუქციონო

 პირობის   ვადის გაგრძელების

           საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1. მიეცეს თანხმობა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერს                                   შ.პ.ს „ბუნებრივი აირს“ (ს/კ 231251007) გაუგრძელოს ქ. თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქუჩის აღმოსავლეთით მდებარე 954 კვ.მ. არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 53.20.39.053) შეძენისას ნაკისრი სააუქციონო პირობის (ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა) შესრულების ვადა  2 (ორი) წლით.

მუხლი   2. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში, მისი ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში (მის. ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზირი 41).

 

 

 

 

      საკრებულოს თავმჯდომარე                                              არჩილი თხლაშიძე

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

განკარგულება N34- 17.06.16 ქართული უნივერს. ქუჩის აღმოსავლეთით მდებ. არას-სამეურნეო – სააუქციონე ვადის გაგრძ. შესახებ