გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა № 35

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

 

 

ქალაქ თელავის

მუნიციპალიტეტის საკრებულო

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა   № 35

 

 

17   ივნისი  2016 წ.

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი

ქონების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულების შემცირების

 შ ე ს ა ხ ე ბ

           საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის 669 დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და 38-ე მუხლის შესაბამისად,

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე განკარგვის მიზნით შემცირდეს უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება და განისაზღვროს:

        ა)  ქ. თელავში, სადგურის ქუჩაზე მდებარე 1121 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნკავეთი (საკადასტრო კოდი: 53.20.33.030) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ფართით 175 კვ.მ. – 10 500 (ათიათასხუთასი) ლარი;

       ბ) ქ. თელავში, ალადაშვილის  ქუჩაზე მდებარე  820 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 53.20.42.040) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ფართით 114 კვ.მ. – 6 800 (ექვსიათასრვაასი) ლარი;

       გ) ქ. თელავში, არჩილ მეორის ქუჩაზე მდებარე 5158 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 53.20.31.025) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ფართით 478 კვ.მ. – 42 000 (ორმოცდაორიათასი) ლარი;

       დ) ქ. თელავში, თბილისის გზატკეცილზე მდებარე 619 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 53.20.34.107) – 31 000 (ოცდათერთმეტიათასი) ლარი;

       ე) ქ. თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე 2937 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 53.20.31.179) – 50 000 (ორმოცდათიათასი) ლარი.

  1. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
  2. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის 41) მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     არჩილი თხლაშიძე

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

განკარგულება N35- 17.06.16 საპრივატიზაციო ღირებულების შემცი. (მუნიციპ. უძრავი ქონება)