გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა № 36

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

 

 

 

ქალაქ თელავის

მუნიციპალიტეტის საკრებულო

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა   № 36

 

 

17   ივნისი  2016 წ.

ქ. თელავი

 

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან  დაკავშირებით სააგიტაციო მასალების გასაკრავად (გამოსაფენად) ადგილების განსაზღვრის

შ ე ს ა ხ ე ბ

         

      საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად,

  1. 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების გასაკრავად (გამოსაფენად)  განისაზღვროს შემდეგი ადგილები:

) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სასწავლო – აღმზრდელობითი დაწესებულებების კაპიტალური მესერი;

) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა – ნაგებობები და მათი კაპიტალური მესერი, გარდა მათი ადმინისტრაციული შენობებისა. აგრეთვე მათ მიერ დაფუძნებული  იურიდიული პირების საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა – ნაგებობები და მათი კაპიტალური მესერი;

) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებული ელექტრო ან სხვა დანიშნულების ბოძებზე – 3 (სამი) მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ ბოძზე დამონტაჟებულ კვანძებთან, სადენებთან და სხვა ელ-მოწყობილობებთან არაუმეტეს 1 (ერთი) მეტრის სიახლოვისა.

 

  1. აკრძალულია სააგიტაციო მასალების  გაკვრა: საკულტო ნაგებობებზე, საგზაო ნიშნებზე, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მის: ქ.თელავი, ერეკლე მეორის გამზირი #16, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის მერის წარმომადგენლების ადმინისტრაციულ შენობებზე, სასამართლოს მის:  ქ.თელავი, დავით აღმაშენებლის გამზირი #41, იუსტიციის სახლის მის: ერეკლე II-ის მოედანი #3, სამხედრო ქალაქის მის: ქ.თელავი, თამარის ქუჩა #36,  სამხარეო პოლიციის მის: ქ.თელავი, აჩინებული

და  რაიონული პოლიციის მის: ქ.თელავი, ვარდოშვილის ქუჩა #9 შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში. რეგიონალური განვითარების პროექტის (კახეთი) ფარგლებში, ქ.თელავში რეაბილიტირებულ ზონაში მოქცეულ ქუჩებზე (ერეკლე II გამზირი, ნადიკვრის ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, მერაბ კოსტავას ქუჩა, ა. წერეთლის ქუჩა, ანტონ კათალიკოსის ქუჩა, ი.ჭავჭავაძის მოედანი, ვ.ბარნოვის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩის გადაკვეთამდე, სააკაძის მოედანი, გარდა არსებული შენობა – ნაგებობების შემინული ნაწილებისა.

  1. 3. სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, გარდა ამავე განკარგულებით აკრძალული შენობა-ნაგებობებისა.

 

  1. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე.

 

  1. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში, მისი ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში (მის: ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზირი  №41).   

           

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     არჩილი თხლაშიძე

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

განკარგულება N36- 17.06.16 საარჩევნო სააგიტაციო მასალები