გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა № 38

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

 

 

 

ქალაქ თელავის

მუნიციპალიტეტის საკრებულო

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა   № 38

 

 

17   ივნისი  2016 წ.

ქ. თელავი

 

 

ქალაქ თელავის ერთ-ერთი ქუჩისათვის დიმიტრი გიორგელაშვილის

სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის

შ ე ს ა ხ ე ბ

 

     საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,

  1. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული – ქალაქ თელავის ერთ-ერთი ქუჩისათვის დიმიტრი გიორგელაშვილის სახელის მინიჭების საკითხი;
  2. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიას დაევალოს შესაბამისი პროცესების განხორციელება;
  3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;
  4. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში, მისი ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში (მის: ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზირი  №41).   

 

         საკრებულოს თავმჯდომარე                                                   არჩილი თხლაშიძე

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

განკარგულება N38- 17.06.16 დიმა გიორგელაშვილის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ