გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა № 43

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

 

 

 

ქალაქ თელავის

მუნიციპალიტეტის საკრებულო

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა   № 43

 

 

8   ივლისი  2016 წ.

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის №5 საჯარო სკოლისათვის ვიქტორ ჰიუგოს

 სახელის მინიჭების თაობაზე თანხმობის მიცემის

შ ე ს ა ხ ე ბ

 

    საქართველოს  ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე პუნქტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანების ,,საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-41 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად,

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო თანახმაა, ქალაქ თელავის №5 საჯარო სკოლას მიენიჭოს ფრანგი რომანტიკოსი მწერლის, პოეტის, დრამატურგის, სახელმწიფო მოღვაწის ვიქტორ ჰიუგოს სახელი;
  2. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;
  3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ.N41), ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

საკრბულოს თავმჯდომარე                                                             არჩილი თხლაშიძე

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

განკარგულება N43- 08.07.16 ვიქტორ ჰიუგო