ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №33

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

 

 

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

 ქ. თელავი                                                                                                        1  ივლისი  2016 წ.

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა   №33

 

      ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 მორიგი  სხდომის მოწვევის

 შ ე ს ა ხ ე ბ

 

            საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,

           ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. 2016 წლის 8 ივლისს  მოწვეულ იქნეს  ქალაქ  თელავის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის  №52 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს 2 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების განხორციელების თაობაზე;

  1. ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა 2016 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის 2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

  1. 40 ერთეული ხის მორის სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე;

  1. ლევან ხომიზურისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონე პირობების შესრულების ვადის 2 წლით გაგრძელების თაობაზე;

  1. საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის ასოციაციისათვის საგარანტიო წერილის გაცემის შესახებ.

  1. ქალაქ თელავის 5 საჯარო სკოლისათვის ,,ვიქტორ ჰიუგო“-ს სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ;

  1. საკრებულოს თანამდებობის პირების მივლინების შესახებ.

         

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

მუხლი 3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ.თელავი, დ.აღმაშენებლის გამზ. №41) მისი ძალაში შესვლიდან  ერთი თვის ვადაში.

    

 

    

   

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  არჩილი თხლაშიძე

 

 

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ბრძანება N33-  01.07.16 მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ