სხდომის ო ქ მ ი № 2

      

ფრაქცია ,,ძლიერი თელავი”-ს

სხდომის ო ქ მ ი № 2

ქ.თელავი                                                                                                         2 აგვისტო 2016წ.

თავმჯდომარეობდა: ნ. ვარდოშვილი.

ესწრებოდნენ ფრაქციის წევრები: ლ. არჯევანიძე, ბ. რევაზიშვილი.

მდივანი: ბ. რევაზიშვილი.

                                

                                                            დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. ქ. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
  2. ქალაქის ქუჩებში ასფალტის საფარის მდგომარეობიშ შესახებ.

მოისმინეს:  1. ქ. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

     ნ. ვარდოშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ქალაქის ტერიტორიაზე მკვეთრად მოიმატა უპატრონო ძაღლების რაოდენობამ რაც გარკვეულ საშიშროებას უქმნის ქალაქის მოსახლეობას. მკვეთრად მოიმატა ანტირაბიული აცრების რაოდენობამაც ამიტომ აუცილებელია მუნიციპალიტეტის მერიამ იმუშაოს აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, რადგან მმართველი პარტიის უპირველესი დაპირება იყო უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარება. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ამისათვის საჭიროა საკმაოდ დიდი თანხები, მაგრამ შესაძლებელია, რომ მერმა მოლაპარაკება აწარმოოს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთობლივად მოხდეს უპატრონო ცხოველების თავშესაფრის მოწყობა.

    ლ. არჯევანიძემ აღნიშნა, რომ მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე პრობლემის გადაჭრა თითქმის შეუძლებელია, რადგან ქალაქს მჭიდროდ ეკვრის თელავის თემის სოფლები, საიდანაც ქალაქის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შემოდიან უპატრონო ცხოველები, ამიტომ პრობლემის გადაჭრა უნდა მოხდეს ერთობლივად თელავის თემის მუნიციპალიტეტთან და შესაძლებელია მოლაპარაკებები სხვა მეზობელ მუნიციპალიტეტებთანაც.

    ბ. რევაზიშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უპატრონო ძაღლების პრობლემა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის.

გადაწყვიტეს  : მუნიციპალიტეტის მერის სახელზე მომზადდეს ფრაქციის მიმართვა პრობლემის გადასაჭრელად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

მოისმინეს:  2. ქალაქის ქუჩებში ასფალტის საფარის მდგომარეობიშ შესახებ.

    ფრაქციის თავმმჯდომარემ ისაუბრა ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ქუჩების ასფალტის საფარის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ მოსახლეობას ექმნება პრობლემები გადაადგილების დროს, მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით იჩენს თავს ეს პრობლემა, რადგან წარმოქმნილი მტვრის შედეგად ბინძურდება ჰაერი.

   ფრაქციის წევრებმა მოითხოვეს, რომ მუნიციპალიტეტის მერს გადაეგზავნოს მიმართვა და მოთხოვნილ იქნეს ინფორმაცია თუ როდის დასრულდება იმ ქუჩების მოასფალტება სადაც სამუშაოები ჩაატარა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ.

გადაწყვიტეს  : ეთხოვოს მუნიციპალიტეტის მერს შემჭიდროვებულ ვადებში მოგვაწოდოს ინფორმაცია თუ რა ვადებში იგეგმება ქალაქის ქუჩების მოასფალტების სამუშაოები.

ფრაქციის თავმჯდომარე:                                                             ნ. ვარდოშვილი

თავმჯდომარის მოადგილე:                                                        ლ. არჯევანიძე

 ფრაქციის მდივანი:                                                                      ბ. რევაზიშვილი

 

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ოქმი-2