სხდომის ო ქ მ ი № 3

      

ფრაქცია ,,ძლიერი თელავი”-ს

სხდომის ო ქ მ ი № 3

ქ.თელავი                                                                                                         5 აგვისტო 2016წ.

თავმჯდომარეობდა: ნ. ვარდოშვილი.

ესწრებოდნენ ფრაქციის წევრები: ლ. არჯევანიძე, ბ. რევაზიშვილი.

მდივანი: ბ. რევაზიშვილი.

                                

                                                            დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. ქ. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ, ნადიკვრის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარის მოწყობის შესახებ;
  2. ქ. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ, ახლად რეაბილიტირებულ ბახტრიონის ქუჩაზე, არასწორად გაკეთებული ქვითად მოსიარულეთა ტროტუარის ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ.

მოისმინეს:  1. ქ. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ, ნადიკვრის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარის მოსაწყობად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

     ნ. ვარდოშვილმა აღნიშნა, რომ მასშინ, როდესაც მოხდა ნადიკვრის ქუჩაზე ასფალტის საფარის შეცვლა ასევე გაკეთდა ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარი ნაწილობრივ. ზემოთ აღნისნული ტროტუარის დასრულებას სჭირდება მოასფალტება, რათა ქვეითად მოსიარულეებს არ შეექმნათ პრობლემა გადაადგილების დროს.

    ლ. არჯევანიძემ აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული ქუჩა საკმაოდ ხალხმრავალია, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გავლა უწევთ, როგორც ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ნადიკვრის პარკში მისასვლელად.

    ბ. რევაზიშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ზემოთ აღნისნულ ქუჩაზე ტროტუარის არარსებობის გამო ქვეითად მოსიარულეები მოძრაობენ მანქანის სავალ ნაწილზე, რაც ზრდის ავარიების და უბედური შემთხვევების ალბათობას.

გადაწყვიტეს  : მუნიციპალიტეტის მერის სახელზე მომზადდეს მიმართვა პრობლემის გადასაჭრელად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

მოისმინეს:  2. ქ. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ, ბახტრიონის ქუჩაზე არასწორად გაკეთებული ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარის ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ.

ნ.ვარდოშვილმა აზრი გამოთქვა, რომ ახლად რეაბილიტირებულ ბახტრიონის ქუჩის დასაწყისში ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარის სიგანე არის დაახლოებით 20 სანტიმეტრი, სადაც ფეხით მოსიარულეთათვის გავლა შეუძლებელია.

   ლ.არჯევანიძემ არნიშნა, რომ ტროტუარის სივიწროვის გამო მოსახლეობას სიარული მოუწევს მანქანების სავალ ნაწილზე, რაც დაუშვებელია.

ბ.რევაზიშვილმა აზრი გამოთქვა, რომ ქვეითად მოსიარულეთათვის ტროტუარის მოწყობა შესაძლებელია გზის მეორე მხარეს.

გადაწყვიტეს  : მუნიციპალიტეტის მერის სახელზე პრობლემის გადასაჭრელად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მომზადდეს  ფრაქციის მიმართვა.

ფრაქციის თავმჯდომარე:                                                             ნ. ვარდოშვილი

თავმჯდომარის მოადგილე:                                                        ლ. არჯევანიძე

 ფრაქციის მდივანი:                                                                      ბ. რევაზიშვილი

 

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ოქმი-N3