არჩილ თხლაშიძე პირველი პრემიის ლაურეატს, მიხეილ ოთარაშვილს შეხვდა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე შეხვდა თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეს მიხეილ ოთარაშვილს და ამავე სასწავლებლის ხელმძღვანელს, მის უშუალო მასწავლებელს ლელა ონიანს.
მიხეილ ოთარაშვილი მონაწილეობდა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა გერმანიის საერთაშორისო კონკურსში სახელწოდებით ,,მუსიკალური ფოიერვერკი ბადენვიუშტენბერგში” (MUSICAL FIREWORKS IN BADEN-WUERTTEMBERG), რომელშიც მონაწილეობას იღებდა 18 ქვეყნის კონკურსანტი. მან გამარჯვება მოიპოვა 13 -დან 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ მიხეილი ჯერ მხოლოდ 13 წლისაა. იგი გულგულის მაცხოვრებელია.
არჩილ თხლაშიძემ ახალგაზრდა პიანისტს წარმატება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
მიხეილ ოთარაშვილმა მადლიერება გამოხატა არჩილ თხლაშიძის, თელავის თემის გამგეობის ხელმძღვანელობის და ,, Lopota Lake Resort”-ის მიმართ, რომლებმაც უზრუნველყვეს მისი გერმანიაში გამგზავრება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა თელავის თემის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი სოფელ გულგულიდან ტიტე დარეჯანიშვილი .

12034254_666722243464598_5747758544063066704_o   12034254_666722243464598_5747758544063066704_o