ო ქ მ ი №3

    

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომის

ო ქ მ ი №3

ქ.თელავი                                                                         29თებერვალი2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  ა. სულხანიშვილი.

ესწრებოდნენ კომისიის წევრები: დ. ჯორჯაძე, დ. ზაქაიძე.

აგრეთვე ესწრებოდნენ:საკრებულოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მ. ჩაფურიშვილი, საკრებულოს აპარატის უფროსი ტ. გალახვარიძე.

                                                            დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ – პროექტის განხილვა;
  2. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეკომენდაციების შესახებ.

მოისმინეს:  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ – პროექტის განხილვა;

აზრი გამოთქვეს:კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მერია ითხოვს შიდა აუდიტის სამსახურში ერთი საშტატო ერთეულის დამატებას, რადგან ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე ინსპექტირება გამიჯნული უნდა იყოს შიდა აუდიტის ფუნქციებისგან, აღნიშნულიდან გამომდინარე კი საჭიროა მერიაში არსებობდეს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც განახორციელებს მხოლოდ ინსპექტირებას.

  დ. ზაქაიძემ აღნიშნა, რომ ინსპექტირების განხორციელება შესაძლებელია მოხდეს სხვა სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფით, რადგან ეს ფუნქცია გამიჯნული უნდა იყოს აუდიტისგან. შესაბამისად აუდიტის სამსახურში არ უნდა იყოს ინსპექტირების  განმახორციელებელი ქვედანაყოფი.

ა. სულხანიშვილმა აღნიშნა, რომ საკითხი მსჯელობის საგანია და იმედია საკრებულოს სხდომაზე მერიის წარმომადგენლები წარმოადგენენ პროექტს შესაბამისი არგუმენტებით, განმარტებითი ბარათი კი  საჭიროებს სრულყოფას და უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებას.

 

გადაწყვიტეს:მიზანშეწონილად ჩაითვალოს წარმოდგენილი პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა.

მოისმინეს:  2.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეკომენდაციების შესახებ.

აზრი გამოთქვეს: ა. სულხანიშვილმა განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, რაგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებულია რეკომენდაცია – შესამუშავებელ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მომზადებულია ორი პროექტი :

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა   საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ;
  2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყმების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ.

 

გადაწყვიტეს:  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა   საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ  და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყმების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ პროექტები წარედგინოს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს დასამტკიცებლად .

იურიდიულ საკითხთა

კომისიის თავმჯდომარე:                                                                      ა. სულხანიშვილი

           კომისიის წევრები:                                         დ. ზაქაიძე

                                                                                                                      დ. ჯორჯაძე

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდ.#3 29.03.2016