ო ქ მ ი №4

    

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომის

ო ქ მ ი №4

ქ.თელავი                                                                         18  მარტი2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  ა. სულხანიშვილი.

ესწრებოდნენ კომისიის წევრები: დ. ჯორჯაძე, დ. ზაქაიძე.

აგრეთვე ესწრებოდნენ:საკრებულოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მ. ჩაფურიშვილი,საკრებულოს აპარატის უფროსი ტ. გალახვარიძე.

  დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინების შესახებ;

მოისმინეს:  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინების შესახებ;

აზრი გამოთქვეს:ა. სულხანიშვილმა კომისიის წევრებს წარუდგინა 2016 წლის 11 მარტს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გზავნილი.

მან აღნიშნა, რომ უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საკრებულოს საკასაციო საჩივარი და  მისი წარმოებაში მიღება მიიჩნია დაუშვებლად, რითაც ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინება, რომლის თანახმადაც საკრებულომ უნდა მიიღოს ადმინისტრაციული აქტი ფრაქცია ,,ძლიერი თელავი“-ს რეგისტრაციის შესახებ.

საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტში გაწერილი არ არის ის პროცედურები, რომლებიც საჭიროა  სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, ამიტომ ა. სულხანიშვილმა კომისიის წევრებს მიმართა წინადადებით, რომ მნიშვნელობიდან გამომდინარე საკითხი წარედგინოს ბიუროს. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა დ. ჯორჯაძემ, ხოლო დ. ზაქაიძემ კი აღნიშნა, რომ საკითხის ბიუროსათვის წარდგენა არ არის მიზანშწონილი, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში უნდა აღსრულდეს.

გადაწყვიტეს:  1. ეთხოვოს საკრებულოს თავმჯდომარეს , საქართველოს უზენაესი

                              სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინება წარედგინოს

                              საკრებულოს ბიუროს;

  1. მოთხოვნა ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.

             აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს: ა. სულხანიშვილმა, დ. ჯორჯაძემ; წინააღმდეგი: დ. ზაქაიძე

იურიდიულ საკითხთა

კომისიის თავმჯდომარე:                                                                      ა. სულხანიშვილი

           კომისიის წევრები:                                         დ. ზაქაიძე

                                                                                                                      დ. ჯორჯაძე

დანართი

როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. თელავის საკრებულოს წევრებს ბაადურ რევაზიშვილს, ლევან არჯევანიძეს და ნიკოლოზ ვარდოშვილს ქ. თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 24 სექტემბრის  №28 განკარგულებით,  უარი ეთქვათ ფრაქცია  „ძლიერი თელავის“ შექმნაზე, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა თელავის რაიონულ სასამართლოში, რომელმაც 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.

აღნიშნული გადწყვეთილებით ქ. თელავის მუნოციპალიტეტის საკრებულოს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ფრაქციის რეგისტრაციის შესახებ.

მოპასუხის, ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, გასაჩივრებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლიც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული და 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენეასი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელმაც 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით (№ბს-839-831(2კ-15)  დაუშვებლად ცნო ქ. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრი.

აღნიშნული განჩინება განსახილველად დაეწერა   იურიდიულ საკითხთა კომისიას.

იურიდიულ საკითხთა კომისიამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ  სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურებთან დაკავშირებით  მიზანშეწონილია იმსჯელოს საკრებულოს  ბიურომ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

  კომისიის თავმჯდომარე:                                                                               ანზორ სულხანიშვილი

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდ.#4 29.03.2016