ო ქ მ ი №5

    

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომის

ო ქ მ ი №5

ქ.თელავი                                                                         24 მარტი2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  ა. სულხანიშვილი.

ესწრებოდნენ კომისიის წევრები: დ. ჯორჯაძე, დ. ზაქაიძე.

აგრეთვე ესწრებოდნენ:საკრებულოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მ. ჩაფურიშვილი,საკრებულოს აპარატის უფროსი ტ. გალახვარიძე.

                                                            დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ – პროექტის განხილვა;

მოისმინეს:  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ – პროექტის განხილვა;

აზრი გამოთქვეს:დ. ზაქაიძემ აღნიშნა, რომ შიდა აუდიტის სამსახურში საშტატო ერთეულის დამატებას კვლავ არ დაუჭერს მხარს, რადგან პროექტი წარმოდგენილია მეორედ და ვერც პირველი ვარიანტის და ვერც მეორე ვარიანტის განხილვისას არ არის წარმოდგენილი არგუმენტირებული დასაბუთება შტატის დამატებასთან დაკავშირებით.

   დ. ჯორჯაძემ კი აღნიშნა, რომ ვინაიდან მერიას შეუძლია ერთი საშტატო ერთეულის დამატება, მიზანშეწონილი იქნება ეს საშტატო ერთეული დაემატოს შიდა აუდიტის სამსახურს.

  ა. სულხანიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკითხის განხილვა, უნდა მოხდეს ბიუროს სხდომაზე. სხდომაზე უნდა მოვიწვიოთ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი, ვინც წარმოადგენს არგუმენტებს, თუ რატომაა საჭირო შიდა აუდიტში საშტატო ერთეულის დამატება.

 

გადაწყვიტეს:ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ – პროექტი, წარედგინოს საკრებულოს ბიუროს, განსახილველად.

იურიდიულ საკითხთა

კომისიის თავმჯდომარე:                                                                      ა. სულხანიშვილი

           კომისიის წევრები:                                         დ. ზაქაიძე

                                                                                                                      დ. ჯორჯაძე

 

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდ.#5 24.03.2016