ო ქ მ ი №6

    

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომის

ო ქ მ ი №6

ქ.თელავი                                                                         11. 05.2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  ა. სულხანიშვილი.

ესწრებოდნენ კომისიის წევრები: დ. ჯორჯაძე, დ. ზაქაიძე.

აგრეთვე ესწრებოდნენ:მერიისქონების მართვის, ეკონომიკურიგანვითარების, დაგეგმვისდა სტატისტიკის განყოფილების უფროსი  დ. ნუსხელიძე.

საკრებულოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მ. ჩაფურიშვილი, საკრებულოს აპარატის უფროსი ტ. გალახვარიძე.

                                                            დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსული პროექტების განხილვის შესახებ.

მოისმინეს:  1. მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსული პროექტების განხილვის შესახებ.

აზრი გამოთქვეს:არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადების გაგრძელების შესახებ წარმოდგენილ პროექტებთან დაკავშირებით, კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა დ. ნუსხელიძემ. მან აღნიშნა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც შეძენილი აქვთ მიწის ნაკვეთები გარკვეული მიზეზების გამო არ აქვთ დაწყებული მსენებლობები, მაგრამ უმეტესობა მათგანს უკვე გააჩნია მშენებლობის პროექტები.

   დ. ზაქაიძემ აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ შევხვდებით მიწის ნაკვეთების მეპატრონეებს და გარკვეულ ინფორმაციას მივიღებთ მათგან, ასევე მათ უნდა განემარტოთ, რომ პირობის კვლავ შეუსრულებლობამ  შეიძლება გამოიწვიოს მათთვის მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა.

  ცალკე განხილვას მოითხოვს მე-9 საჯარო სკოლასთან არსებული მიწის ნაკვეთი და უნდა გაირკვეს რა სახის  შენობის აშენებას გეგმავს მეპატრონე.

  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ააიპ ,,თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ – წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ პროექტი წარმოდგენილია არასრულყოფილად და ისმის მრავალი კითხვა თუ რატომ უნდა იმსჯელოს საკრებულომ პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე, რადგან აქამდე მათ ქონდათ გადაცემული აუქციონის წესით და კარგი იქნება, თუ ქონება კვლავ გადაეცემა აუქციონის ფორმით, ამიტომ კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება.

 

გადაწყვიტეს:მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსული პროექტების ბიუროს და საკრებულოს სხდომაზე წარდგენა, ხოლომუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ააიპ ,,თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წარმოდგენილი პროექტის თაობაზე კომისიის რეკომენდაცია ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.

იურიდიულ საკითხთა

კომისიის თავმჯდომარე:                                                                      ა. სულხანიშვილი

           კომისიის წევრები:                                         დ. ზაქაიძე

 

                                                                                                                      დ. ჯორჯაძე

 

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდ.#6 11.05.2016