ო ქ მ ი №7

    

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომის

ო ქ მ ი №7

ქ.თელავი                                                                         30. 06.2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  ა. სულხანიშვილი.

ესწრებოდნენ კომისიის წევრები: დ. ჯორჯაძე, დ. ზაქაიძე.

აგრეთვე ესწრებოდნენ:საკრებულოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მ. ჩაფურიშვილი, საკრებულოს აპარატის უფროსი ტ. გალახვარიძე.

 

                                                            დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N2 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტის განხილვა.

მოისმინეს:  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N2 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტის განხილვა.

აზრი გამოთქვეს:ა. სულხანიშვილმა რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მერიის დებულებაში ცვლილებების განხორციელება, მერიაში უნდა შეიქმას ,,პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია“. ასევე სხვადასხვა უფლებამოსილებები ენიჭებათ მერის წარმომადგენლებს და მერიის სხვა თანამშრომლებს, ამიტომ საჭიროა, რომ პროექტი დროულად წარედგინოს საკრებულოს სხდომას.

   მ. ჩაფურიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტში უნდა აღინიშნოს ქვეპუნქტის რედაქცია, რომელიც ემატება და არ არის საჭირო მთლიანად მუხლის რედაქტირება. აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმნენ კომისიის წევრები.

 

გადაწყვიტეს:წარმოდგენილი პროექტი წარედგინოს საკრებულოს სხდომას – კომისიის სხდომაზე გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით.

იურიდიულ საკითხთა

კომისიის თავმჯდომარე:                                                                      ა. სულხანიშვილი

           კომისიის წევრები:                                         დ. ზაქაიძე

 

                                                                                                                      დ. ჯორჯაძე

 

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდ.#7 30.06.2016