ო ქ მ ი № 5

    

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის    საკითხთა  კომისიის    სხდომის

ო ქ მ ი № 5

      ქ. თელავი                                                                             05 აპრილი   2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  გიორგი ემინაშვილი

    ესწრებოდნენ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ეკონომიკისა და ქონების მართვის    კომისიის წევრები:   გ. ძამუნაშვილი,  დ. ძნელაძე,  დ. ჯორჯაძე, ქალაქ თელავის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი დ. ნუსხელიძე, ქალაქ თელავის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსი გ. კიკნაძე.

დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი:

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ღირებულების შემცირების შესახებ (განმარტებითი ბარათი თან ერთვის)

                                                                                                                 გ. ემინაშვილი

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ღირებულების შემცირების შესახებ (განმარტებითი ბარათი თან ერთვის)

    მომხსენებელმა გიორგი ემინაშვილმა სხდომას გააცნო განკარგულების პროექტი  ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, ავტომანქანის,  პრივატიზაციების მიზნით განმეორებითი ელექტრონული აუქციონის გამოცხადებისათვის  საწყისი საპრივატიზაციო საფასურის შემცირების შესახებ.

    კომისიის სხდომაზე საპრივატიზაციო ობიექტის  შესახებ ინფორმაცია  წარმოადგინა  და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხეს ქალაქ თელავის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა  დ. ნუსხელიძემ.

აზრი გამოთქვეს:

     კომისიის წევრმა დ. ჯორჯაძემ, გ. ძამუნაშვილმა და დ. ძნელაძემ მხარი დაუჭირეს გ. ემინაშვილის წინადადებას.

      გადაწყვიტეს:    პროექტი „ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  ქონების საპრივატიზაციო ღირებულების შემცირების შესახებ“ წარდგენილი იქნას საკრებულოს  სხდომაზე განსახილველად.

ეკონომიკისა და ქონების მართვის

 საკითხთა კომისიის თავმჯდომარე                                  გ. ემინაშვილი

ეკონომიკისა და ქონების მართვის

 საკითხთა კომისიის წევრები:                                               გ. ძამუნაშვილი

                                                                   დ. ძნელაძე

                                                                    დ. ჯორჯაძე

 

 

 

 

 

 

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ოქმი N5 2016 წელი