ო ქ მ ი № 6

    

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის    საკითხთა კომისიის    სხდომის

ო ქ მ ი № 6

      ქ. თელავი                                                                             15   აპრილი   2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  გიორგი ემინაშვილი

ესწრებოდნენ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ეკონომიკისა და ქონების მართვის    კომისიის წევრები:   გ. ძამუნაშვილი,  დ. ძნელაძე,  დ. ჯორჯაძე, ქალაქ თელავის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი დ. ნუსხელიძე.

დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი:

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში დამტკიცების შესახებ

                                                                                                                 გ. ემინაშვილი

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში დამტკიცების შესახებ (საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და განმარტებითი ბარათი თან ერთვის).

    მომხსენებელმა გიორგი ემინაშვილმა სხდომას გააცნო განკარგულების პროექტი  ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხის შესახებ და აღნიშნა, რომ   წარმოდგენილია საპრივატიზაციოდ თორმეტი ობიექტი – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ალაზნის გამზირზე.  შესაბამისად განსაზღვრულია გასაყიდი ობიექტების ფართობები და საწყისი საპრივატიზაციო ღირებულებები. პროექტს ახლავს ორი დანართი №1 მოიცავს საპრივატიზაციო ქონების ნუსხას და მახასიათებლებს, ხოლო №2 ქონების  საპრივატიზაციო გეგმას, რომელშიც გაწერილია, თუ რამდენს შეადგენს თვითეული საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება, რა ფორმით უნდა მოხდეს ობიექტის გასხვისება და რა ვადაში უნდა იქნეს დაფარული საფასური. ობიექტების პრივატიზებით მობილიზებული თანხები მოხმარდება ქალაქის იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელთა დაფინანსებაც არ არის გათვალისწინებული 2016 წლის ბიუჯეტში. კომისიის თავმჯდომარის აზრით, საკითხი წარმოდგენილია სრულყოფილად და მიზანშეწონილად მიაჩნია წარდგენილი იქნას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.

    კომისიის სხდომაზე პროექტის შესახებ  დეტალურ ინფორმაცია  წარმოადგინა და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა ქალაქ თელავის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა დ. ნუსხელიძემ.

   აზრი გამოთქვეს:  კომისიის წევრ გიორგი ძამუნაშვილის მიაჩნია, რომ ჯერ უნდა დამტკიცდეს ქალაქის გენერალური გეგმა და პრივატიზების საკითხებზე შემდეგ მოხდეს მსჯელობა.  მისი აზრით ქალაქის ქონების გაყიდვა არ უნდა ხდებოდეს სტიქიურად კონკრეტული წინადადებების გარეშე, მომავალში შესაძლებელია ალაზნის და კავკასიონის გამზირები გახდეს ქალაქის ცენტრალური უბნები და აღნიშნულმა ფართობებმა შეიძინოს მნიშვნელოვანი ფუნქციები. იგი მხარს უჭერს ამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე წარდგენას განსახილველად.

    კომისიის წევრებმა დავით ჯორჯაძემ და დავით ძნელაძემ მხარი დაუჭირეს გიორგი ემინაშვილის წინადადებას.

     გადაწყვიტეს:  პროექტი  „ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში დამტკიცების შესახებ“ წარდგენილი იქნას საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად.

    ეკონომიკისა და ქონების მართვის

    საკითხთა კომისიის

    თავმჯდომარე                                                                     გ. ემინაშვილი

ეკონომიკისა და ქონების მართვის

 საკითხთა კომისიის

 წევრები:                                                                                    გ. ძამუნაშვილი

                                                                   დ. ძნელაძე

                                                                      დ. ჯორჯაძე

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის    საკითხთა კომისიის    სხდომის    დ ა ს კ ვ ნ ა

                     ქ. თელავი                                                                     15 აპრილი

    ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ განიხილა ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსული პროექტი „ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში დამტკიცების შესახებ“

    კომისიის სხდომაზე პროექტის შესახებ  დეტალურ ინფორმაცია  წარმოადგინა და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა ქალაქ თელავის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა დ. ნუსხელიძემ.

         საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის  საკითხთა  კომისიამ გადაწყიტა პროექტის „ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში დამტკიცების შესახებ“    წარდგენილი იქნას ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის

 საკრებულოს  ეკონომიკისა  და

 ქონების მართვის    საკითხთა

 კომისიის თავმჯდომარე                                                             გ. ემინაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ოქმი N6 2016 წელი