ო ქ მ ი № 8

    

 

 

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის    საკითხთა კომისიის    სხდომის

ო ქ მ ი № 8

ქ. თელავი                                                                             8   ივნისი   2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  გიორგი ემინაშვილი

      ესწრებოდნენ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ეკონომიკისა და ქონების მართვის    კომისიის წევრები:   გ. ძამუნაშვილი,  დ. ძნელაძე,  დ. ჯორჯაძე, ქალაქ თელავის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი დ. ნუსხელიძე, იურიდიული სამსახურის უფროსი  ე. ფროდეული, მოქალაქე მ. ნაცვლიშვილი

დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი:

  1. ქალაქ თელავში ალაზნის გამზირის დასავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეძენისას  ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ

                                                                                                      გ. ემინაშვილი

  1. ქალაქ თელავში ქართული უნივერსიტეტის ქუჩის აღმოსავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას შპს „ბუნებრივი აირი“-ს მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ

                                                                                       გ. ემინაშვილი

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსრბული უძრავი ქონების ა(ა)იპ „თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“-სათვის დროებით სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ

                                                                                           გ. ემინაშვილი

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის და გადასახადის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

                                                                                           გ. ემინაშვილი

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულების შემცირების შესახებ

                                                                                                        გ. ემინაშვილი

      მოისმინეს: ქალაქ თელავში ალაზნის გამზირის დასავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეძენისას  ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ (განმარტებითი ბარათი თან ერთვის).

     მომხსენებელმა გიორგი ემინაშვილმა   სხდომას გააცნო   განკარგულების პროექტი   ალაზნის გამზირის დასავლეთი მდებარე არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეძენისას მოქალაქე  მ. ნაცვლიშვილის  სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ  და აღნიშნა,  რომ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საჭიროა ხელშეკრულების ვადა გაგრძელდეს ორი წლით.

    აზრი გამოთქვეს: კომისიის წევრებმა დ. ძნელაძემ, დ. ჯორჯაძემ, გ. ძამუნაშვილმა მხარი დაუჭირეს  გ. ემინაშვილის წინადადებას.

    სხდომაზე კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა ქალაქ თელავის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა  დ. ნუსხელიძემ და მფლობელმა მ. ნაცვლიშვილმა.

     გადაწყვიტეს:  პროექტი  „ქალაქ თელავში ალაზნის გამზირის დასავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეძენისას  ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ“ წარდგენილი იქნას საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად.

    მოისმინეს:  ქალაქ თელავში ქართული უნივერსიტეტის ქუჩის აღმოსავლეთით  მდებარე არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას შპს „ბუნებრივი აირი“-ს მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ  (განმარტებითი ბარათი თან ერთვის).

     მომხსენებელმა გიორგი ემინაშვილმა სხდომას გააცნო განკარგულების პროექტი   ქალაქ თელავში ქართული უნივერსიტეტის ქუჩის აღმოსავლეთით  მდებარე არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას შპს „ბუნებრივი აირი“-ს მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ ნაკვეთზე განხორციელებულია დაგეგმილი ინვესტიციების ნაწილი.  პროექტის დასრულებისათვის  საჭიროა ვადის გაგრძელება ორი წლი.

        სხდომაზე კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა ქალაქ თელავის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა  დ. ნუსხელიძემ.

     აზრი გამოთქვეს:  კომისიის წევრებმა  გ. ძამუნაშვილმა, დ. ძნელაძემ,  დ. ჯორჯაძემ  მხარი დაუჭირეს  გ. ემინაშვილის  წინადადებას.

       გადაწყვიტეს:  პროექტი „ქალაქ თელავში ქართული უნივერსიტეტის ქუჩის აღმოსავლეთით  მდებარე არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას შპს „ბუნებრივი აირი“-ს მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ“ წარდგენილი იქნას საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად.

     მოისმინეს:  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსრბული უძრავი ქონების ა(ა)იპ „თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“-სათვის დროებით სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ (განმარტებითი ბარათი თან ერთვის).

     კომისიის თავმჯდომარე  გ. ემინაშვილმა სხდომას გააცნო განკარგულების პროექტი  ა(ა)იპ „თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“-სათვის  დროებით სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით დავით რექტორის ქუჩა № 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ და განმარტა, რომ დამატებით წარმოდგენილი  იქნა ყველა საჭირო დოკუმენტი.

    სხდომაზე კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა ქალაქ თელავის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა  დ. ნუსხელიძემ.

     აზრი გამოთქვეს:   კომისიის წევრებმა  გ. ძამუნაშვილმა, დ. ძნელაძემ, დ. ჯორჯაძემ მხაერი დაუჭირეს  გ. ემინაშვილის წინადადებას.

   გადაწყვიტეს:  პროექტი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსრბული უძრავი ქონების ა(ა)იპ „თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“-სათვის დროებით სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ“  წარდგენილი იქნას საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად.

     მოისმინეს: ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის და გადასახადის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ (განმარტებითი ბარათი თან ერთვის).

     კომისიის თავმჯდომარე გ. ემინაშვილმა სხდომას გააცნო ინსტრუქცია ქალაქ თელავში დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

    კომისიის წევრებმა დ. ჯორჯაძემ და გ.ძამუნაშვილმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები პროექტსა და განმარტებით ბარათში  ტერმინების დაზსტების შესახებ.

    სხდომაზე კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა ქალაქ თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა  ე.ფროდეულმა.

   გადაწყვიტეს:  პროექტი  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის და გადასახადის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“  წარდგენილი იქნას საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად.

     მოისმინეს:  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულების შემცირების შესახებ

     ეკონომიკისა და ქონების მართვისკომისიის თავმჯდომარე გ. ემინაშვილმა სხდომას გააცნო პროექტი „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულების შემცირების შესახებ“ და აღნიშნა, რომ ინიცირებული პროექტი ეხება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ხუთი ერთეული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულების შემცირებას (ჩამონათვალი თან ერთვის).

        სხდომაზე კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა ქალაქ თელავის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა  დ. ნუსხელიძემ.

     აზრი გამოთქვეს:   კომისიის წევრებმა  გ. ძამუნაშვილმა,  დ. ძნელაძემ,  დ. ჯორჯაძემ.

        გადაწყვიტეს:  პროექტი  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულების შემცირების შესახებ  შესახებ“  წარდგენილი იქნას საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად.

 ეკონომიკისა და ქონების მართვის

 საკითხთა კომისიის

 თავმჯდომარე                                                             გ. ემინაშვილი

ეკონომიკისა და ქონების მართვის

 საკითხთა კომისიის

წევრები:                                                                      გ. ძამუნაშვილი

                                      დ. ძნელაძე

                                        დ. ჯორჯაძე

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის    საკითხთა კომისიის    სხდომის    დ ა ს კ ვ ნ ა

                     ქ. თელავი                                                                   8 ივნისი  2016 წელი

    ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ განიხილა ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსული პროექტები:

  1. ქალაქ თელავში ალაზნის გამზირის დასავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეძენისას  ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ
  2. ქალაქ თელავში ქართული უნივერსიტეტის ქუჩის აღმოსავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას შპს „ბუნებრივი აირი“-ს მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ
  3. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსრბული უძრავი ქონების ა(ა)იპ „თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“-სათვის დროებით სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ
  4. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის დაგადასახადის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
  5. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულების შემცირების შესახებ

     კომისიის სხდომაზე პროექტის შესახებ  დეტალურ ინფორმაცია  წარმოადგინა და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა ქალაქ თელავის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა დ. ნუსხელიძემ  და  იურიდიული სამსახურის უფროსი ე. ფროდეულმა.

        საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის  საკითხთა  კომისიამ გადაწყიტა სხდომაზე გამოთქმული შენისვნების გათვალისწინებით პროექტები:

  1. ქალაქ თელავში ალაზნის გამზირის დასავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეძენისას  ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ

  1. ქალაქ თელავში ქართული უნივერსიტეტის ქუჩის აღმოსავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას შპს „ბუნებრივი აირი“-ს მიერ ნაკისრი სააუქციონე პირობების ვადის გაგრძელების შესახებ

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსრბული უძრავი ქონების ა(ა)იპ „თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“-სათვის დროებით სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის დაგადასახადის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულების შემცირების შესახებ

წარდგენილი იქნას საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს ეკონომიკისა  და

ქონების მართვის    საკითხთა

კომისიის თავმჯდომარე                                                             გ. ემინაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ოქმი N8 2016 წელი