ო ქ მ ი № 7

   

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის  სხდომის

ო ქ მ ი № 7

ქ.თელავი                                                                                                 15 აპრილი  2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  დ. ძნელაძე.

    ესწრებოდნენ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  საკითხთა კომისიის წევრები:   გ. ძამუნაშვილი, შ. ნარეკლიშვილი, გ. ხაჭაპურიძე,  ქალაქ თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ნ. ვაყელიშვილი.

დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე (განმარტებითი თან ერთვის)

                                                                                                          დ. ძნელაძე

     მოისმინეს:  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების აშესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

     კომისიის თვმჯდომარე დ. ძნელაძემ კომისიას გააცნო 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები და აღნიშნა, რომ ცვლილებების გათვალისწინებით ბიუჯეტის ოდენობა განისაზღვრა 12 688,52 ათ.ლარის ოდენობით. ცვლილებები შეეხება შემდეგ მუხლებს: შემცირდა გარემოს დაცვის ღონისძიებების დასუფთავების ღონისძიებების საქონელი და მომსახურეობის მუხლი 2,24 ათ. ლარით ტენდერის შედეგად მიღებული ეკონომიის საფუძველზე, შემცირდა საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოვლა-პატრონობის და რეაბილიტაციის  ღონისძიებების საქონელი და მომსახურეობის მუხლი 5,0 ათ. ლარით და არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 0,8 ათ. ლარით ტენდერის შედეგად მიღებული ეკონომიის მიხედვით. შემცირდა პარკების, სკვერებისა და სხვა გამწვანებული ზონების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ღონისძიებების – საქონელი და მომსახურეობის მუხლი 0,5 ათ. ლარით და არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 0,8 ათ. ლარით ტენდერის შედეგად მიღებული ეკონომიით. შემცირდა სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის ღონისძიებების არაფინანსური  აქტივების ზრდის მუხლი 2,36 ათ. ლარით #1 ბ/ბაღის გარე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოებისათვის  ჩატარებული ტენდერის შედეგად მიღებული ეკონომიით. შემცირდა სპორტის  განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 3.13 ათ. ლარით საბილიარდო დარბაზის მოწყობის სამუშაოების განსახორციელებლად ჩატარებული ტენდერის შედეგად მიღებული ეკონომიით. შემცირდა ჯანდაცვის ხელშეწყობის ღონისძიებების არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 9.25 ათ. ლარი შპს „ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად ჩატარებული ტენდერის შედეგად მიღებული ეკონომიით.

     გამონთავისუფლებული თანხებით გაიზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია საქონელი და მომსახურეობის მუხლი 18,7 ათ.ლარით ქ. თელავის ტერიტორიაზე პარკინგის, ღერძის ხაზების და გადასასვლელების მონიშვნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად და არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 3,526 ათ. ლარით ქ. თელავში ყოფილი სასტუმრო „თელავის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზალტის საფეხურებიანი კიბის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.

     გაიზარდა ქალაქის იერსახის გაუმჯობესების ღონისძიებების საქონელი და მომსახურეობის მუხლი 1,054 ათ. ლარით ერეკლე მეორის ძეგლის მიმდებარედ ბაზალტის საფეხურებიანი კიბის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.

    გაიზარდა კულტურის ორგანიზაციების ხელშეწყობის სსიპ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწფო დრამატული თეატრის გრანტების მუხლი 300,0 ათ,ლარით საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის # 546  განკარგულების საფუძველზე მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით.

    აზრი გამოსთქვეს: შოთა ნარეკლიშვილი  დაინტერესდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით.  მისი აზრით, ყველა ასეთი სამუშაოებისათვის ფინანსების გამოყოფა უნდა ხდებოდეს წინასწარ შედგენილი ხარჯთაღრიცხვების  მიხედვით.

      გიორგი ძამუნაშვილის აზრით, რომ კარგი იქნებოდა კიბეების რეაბილიტაციის სამუშაოებთან ერთად მოწყობილიყო სავალი ნაწილები შშმ პირების ეტლით გადაადგილებისათვის.

    კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაცია  წარმოადგინა და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა ქალაქ თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნ. ვაყელიშვილმა.

     გადაწყვიტეს:   მიზანშეწონილად ჩაითვალოს პროექტი „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე წარდგენილი იქნას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.

ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის თავმჯდომარე

                                                                                              დ. ძნელაძე

საფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის წევრები:                                                             გ. ხაჭაპურიძე

                                                                                               შ. ნარეკლიშვილი

                                                                                               გ. ძამუნაშვილი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის სხდომის დ ა კ ვ ნ ა

       2016 წლის 15 აპრილს  ჩატარდა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის სხდომა,  რომელზეც  განხილული იქნა პროექტი:

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

                             

       პროექტთან დაკავშირებით კომისიის წევრების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა ქალაქ თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნ. ვაყელიშვილმა.

       საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის სხდომამ გადაწყიტა: პროექტი „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების აშესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე   წარდგენილი იქნას ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.

ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს   საფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის თავმჯდომარე                                                                                   დ. ძნელაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ო ქ მ ი № 7