ო ქ მ ი № 8

   

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო,          სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების  კომისიების  ერთობლივი სხდომის

ო ქ მ ი № 8

     ქ.თელავი                                                                                           10  მაისი  2016 წ.

     თავმჯდომარეობდა:  დ. ძნელაძე.

        ესწრებოდნენ: საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დ. ზაქაიძე,

       ესწრებოდნენ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  საკითხთა კომისიის წევრები:   გ. ძამუნაშვილი, შ. ნარეკლიშვილი, გ . ხაჭაპურიძე, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის წევრი:  ნ. ვარდოშვილი.

      სხდომას  ესწრებოდნენ  აგრეთვე: ქალაქ თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ნ. ვაყელიშვილი,  ქალაქ თელავის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი დ. ნუსხელიძე.

დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. ქალაქ თელავში ქეთევან წამებულის ქუჩა №7­-ის ამხანაგობის თავმჯდომარის სვეტა ნინიკელაშვილის განცხადების განხილვა

                                                                                                          დ. ძნელაძე

  1. მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე (განმარტებითი ბარათი თან ერთვის)

                                                                                                          დ. ძნელაძე

  1. თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის კვარტალური (3 თვის) მიმოხილვა (მიმოხილვა თან ერთვის)

                                                                                                                 დ. ძნელაძე

  1. მოისმინეს: ქალაქ თელავში ქეთევან წამებულის №7­-ის ამხანაგობის თავმჯდომარის   სვეტა ნინიკელაშვილის განცხადების განხილვა

        საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ   მიმდინარე წლის 15 აპრილს  საკრებულოს განცხადებით მომართა  მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ს. ნინიკელაშვილმა, რომელიც ითხოვს   აღნიშნული კორპუსის აღმოსავლეთის მხარის ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსებას. განცხადებას ხელს აწერს კორპუსის 35 მაცხოვრებელი. კომისიის თავმჯდომარის  განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების მოცულობა დიდია, საჭიროა წინასწარ მოხდეს მისი შესწავლა, სათანადო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი გაწერილია, ფინანსები პრიორიტეტების მიხედვით განაწილებულია, ამდენად, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსებისათვის თანხების გამოყოფა ვერ მოხერხდება.

      აზრი გამოთქვეს:

      კომისიის წევრ გ. ძამუნაშვილის აზრით, აღნიშნული შენობა ბინათმესაკუთრეთა საკუთრებაა და მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია კერძო საკუთრების საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციისათვის მუნიციპალური ბიუჯეტის თანხების გახარჯვა.

         კომისიის წევრ შ. ნარეკლიშვილის აზრით ასეთი სამუშაოების დაფინანსებისათვის საჭიროა წინასწარ შედგენილი იქნას პროექტი, ხარჯთაღრიცხვა, კარგად გაითვალოს საჭირო თანხების ოდენობა და შემდეგ მოხდეს მის დაფინანსებაზე მსჯელობა. თუ ქალაქის ბიუჯეტში გამოიყოფა თანხები საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციისათვის, მისი აზრით უკეთესი იქნება ჯერ შეკეთდეს ჭავჭავაძის გამზირზე თიბისის ბანკის მოპირდაპირედ მდებარე კორპუსის ფასადი.

       საკრებულოს  სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის დ. ზაქაიძის აზრით, რეაბილიტაციას საჭიროებს ქეთევან წამებულის ქუჩაზე განლაგებული სამივე საცხოვრებელი კორპუსის აღმოსავლეთი მხარის ფასადები, რისი დაფინანსების საშუალებაც მუნიციპალიტეტს ამჟამად არ გააჩნია.  საჭიროა ხარჯთაღრიცხვის მიხედვით დაზუსტდეს თანხები და შესაძლებლობის შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია გათვალისწინებული იქნეს მომავალი წლის ბიუჯეტში.

      სხდომაზე კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა ქალაქ თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნ. ვაყელიშვილმა.

       სხდომის თავმჯდომარე დ. ძნელაძემ დააყენა წინადადება, რომ ვინაიდან 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი გაწერილია და ფინანსები განაწილებულია პრიორიტეტების მიხედვით, ამ ეტაპზე ქალაქ თელავის ქეთევან წამებულის  ქ. №7­ საცხოვრებელი კორპუსის აღმოსავლეთი მხარის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა ვერ მოხერხდება.

      დ. ძნელაძის წინადადებას მხარი დაუჭირეს დ. ზაქაიძემ, შ. ნარეკლიშვილმა, გ. ძამუნაშვილმა, ნ. ვარდოშვილმა, გ. ხაჭაპურიძემ.

    გადაწყვიტეს:

  1. კომისიების ერთობლივი სხდომა ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს ქალაქ თელავში ქეთევან წამებულის ქ. №7-ის საცხოვრებელი კორპუსის აღმოსავლეთი მხარის ფასადის რეაბილიტაციის დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სათანადო თანხების უქონლობის გამო.
  2. კომისიების ერთობლივი სხდომის გადაწყვეტილება ეცნობოს ქალაქ თელავის ქეთევან წამებულის ქ. №7­ საცხოვრებელი ბინის ამხანაგობის ავმჯდომარე  ს. ნინიკელაშვილს.

  1.   მოისმინეს:  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების აშესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

       კომისიის თვმჯდომარე დ. ძნელაძემ კომისიას გააცნო 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები და აღნიშნა, რომ ცვლილებების გათვალისწინებით ბიუჯეტის ოდენობა განისაზღვრა 12 745,68 ათ.ლარის ოდენობით.

     აზრი გამოსთქვეს: შოთა ნარეკლიშვილი  დაინტერესდა ააიპ ქალაქ თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლა „თელავის“ დაფინანსების საკითხებით. მისი აზრით, ამ სკოლას წელს გამოეყო თანხები და დამატებით დაფინანსების გაზრდა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

    აღნიშნული ცვლილების შესახებ კითხვები დასვეს კომისიის წევრებმა გ. ხაჭაპურიძემ  და გ. ძამუნაშვილმა.

     კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაცია  წარმოადგინა და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა ქალაქ თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნ. ვაყელიშვილმა.

     გადაწყვიტეს:   მიზანშეწონილად ჩაითვალოს პროექტი „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე წარდგენილი იქნას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.

  1. მოისმინეს:  თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის კვარტალური (3 თვის) მიმოხილვა

     საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დ. ძნელაძემ სხდომას გააცნო თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პირველი კვარტლის მიმოხილვა.

     აზრი გამოთქვეს:  გ. ძამუნაშვილის აზრით მიზანშეწონილი იქნებოდა პირველ კვარტალში წარმოქმნილი ნაშთის საფუძველზე დაგეგმილიყო ანთაძის სახელობის სპორტული სკოლის კალათბურთის გათბობის სისტემის მოწყობა და დარბაზისათვის ფანჯრების შეცვლა.

      კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაცია  წარმოადგინა და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა ქალაქ თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნ. ვაყელიშვილმა.

     გადაწყვიტეს:

  1. დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს თვითმმართველი ქალაქი თელავის

 მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის კვარტალური (3 თვის)  მიმოხილვა.

  1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს პროექტი „თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის კვარტალური (3 თვის) მიმოხილვა წარდგენილი იქნას საკრებულოს ბიურის სხდომაზე განსახილველად.

ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის თავმჯდომარე

                                                                                                              დ. ძნელაძე

სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების,

ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი

რესურსების კომისიის თავმჯდომარე                                     დ. ზაქაიძე,

საფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის წევრები:                                                                       გ. ხაჭაპურიძე

                                                                                                            შ. ნარეკლიშვილი

                                                                                                             გ. ძამუნაშვილი

სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების,

ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი

რესურსების კომისიის წევრი                                                   ნ. ვარდოშვილი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო,          სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების  კომისიების  ერთობლივი სხდომის

       2016 წლის 10 მაისს  ჩატარდა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი  რესურსების ერთოლივი კომისიის სხდომა,  რომელზეც  განხილული იქნა პროექტები:

  1. ქალაქ თელავში ქეთევან წამებულის ქუჩა №7­-ის ამხანაგობის თავმჯდომარის სვეტა ნინიკელაშვილის განცხადების განხილვა

  1. მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

  1. თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის კვარტალური (3 თვის) მიმოხილვა

        ქალაქ თელავში ქეთევან წამებულის ქუჩა №7­-ის ამხანაგობის თავმჯდომარის   სვეტა ნინიკელაშვილის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით    საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა  და ბუნებრივი რესურსების  კომისიების  ერთობლივმა კომისიის სხდომამ გადაწყიტა:

  1. კომისიიების ერთობლივი სხდომა ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს ქალაქ თელავში ქეთევან წამებულის ქ. №7-ის საცხოვრებელი კორპუსის აღმოსავლეთი მხარის ფასადის რეაბილიტაციის დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სათანადო თანხების უქონლობის გამო.
  2. კომისიების ერთობლივი სხდომის გადაწყვეტილება ეცნობოს ქალაქ თელავის ქეთევან წამებულის ქ. №7­ საცხოვრებელი ბინის ამხანაგობის ავმჯდომარე  ს. ნინიკელაშვილს.

          პროექტი:    მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

      პროექტთან დაკავშირებით კომისიის წევრების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა ქალაქ თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნ. ვაყელიშვილმა.

 გადაწყვიტეს პროექტი:

„მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ წარდგენილი იქნას ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად.

პროექტი:  თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის კვარტალური (3 თვის) მიმოხილვა

  კომისიის სხდომაზე თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის  2016 წლის ბიუჯეტის კვარტალური (3 თვის) მიმოხილვის შესახებ აღინიშნა, რომ საანგარიშგებო პერიოდში შემოსულობების გეგმა შესრულდა 131,8%-ით, დაგეგმილი იყო 1 832,4 ათ. ლარი, ფაქტიურმა შემოსავალმა შეადგინა 2 415,7 ათ. ლარი. გადაჭარბებით შესრულდა საშემოსავლო (გეგმა 38,0 ათ. ლარი, ფაქტიური შესრულება 512,3 ათ. ლარ), ქონების გადასახადის  (გეგმა  16,0 ათ.ლარი,  ფაქტური შესრულება 51,3 ათ. ლარი), სხვა შემოსავლების გეგმები (144,4%-ით, დაგეგმილი იყო 167,8 ათ. ლარი, ფაქტიურმა შესრულება შეადგინა 242,2 ათ.ლარი).

    სულ ხარჯების გეგმა  91,25%-ით. დაგეგმილი იყო 2 123,6 ათ. ლარი, საკასო შესრულებამ შეადგინა 1 937,9 ათასი ლარი. გეგმის შესრულებას დააკლდა 185,7 ათ. ლარი. ვერ შესრულდა: გარემოს, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების სფეროს პროგრამების ხარჯების გეგმები. 2016 წლის 01 აპრილისათვის ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ნაშთის ოდენობამ შეადგინა    1 875,3 ათ. ლარი.

   მსჯელობის შედეგად კომისიამ გადაწყვიტა: დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს  თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის კვარტალური (3 თვის)  მიმოხილვა.

ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს   საფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის თავმჯდომარე                                                                  დ. ძნელაძე

სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების,

ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი

რესურსების კომისიის თავმჯდომარე                                         დ. ზაქაიძე,

 

 

 

 

 

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ო ქ მ ი № 8