ო ქ მ ი № 10

   

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის   სხდომის

ო ქ მ ი № 10

                  ქ.თელავი                                                             29   ივნისი 2016 წ.

        თავმჯდომარეობდა:  დ. ძნელაძე.

     ესწრებოდნენ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  საკითხთა კომისიის წევრები:   გ. ძამუნაშვილი, გ . ხაჭაპურიძე.

სხდომას  ესწრებოდნენ  აგრეთვე: ქალაქ თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ნ. ვაყელიშვილი.ქალაქ თელავის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის  განყოფილების უფროსი ნ. ბაჩიაშვილი.

დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე (განმარტებითი ბარათი  თან ერთვის)

                                                                                                      დ. ძნელაძე

     მოისმინეს:  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების აშესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

    კომისიის თვმჯდომარე დ. ძნელაძემ კომისიას გააცნო 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები და აღნიშნა, რომ ცვლილებების გათვალისწინებით  მიმდინარე წლის ბიუჯეტიგანისაზღვრა 12849,33 ათ.ლარის ოდენობით.

   კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ  ინფორმაცია  წარმოადგინა და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა ქალაქ თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნ. ვაყელიშვილმა.

     აზრი გამოსთქვეს:  გ. ძამუნაშვილს  მიზანშეწონილად არ მიაჩნია ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული ცვლილებების განხორციელება.   მან მხარი არ დაუჭირა პროექტის საკრებულოს სხდომაზე   განსახილველად   წარმოდგენას.

     კომისიის თავმჯდომარე დ. ძნელაძემ  და კომისიის  წევრმა გ. ხაჭაპურიძემ  მხარი დაუჭირეს ბიუჯეტის  პროექტის ცვლილებებს.

     გადაწყვიტეს: მიზანშეწონილად ჩაითვალოს პროექტი „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე წარდგენილი იქნას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.

ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის თავმჯდომარე

                                                                                                        დ. ძნელაძე

საფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის წევრები:                                                                       გ. ხაჭაპურიძე

                                                                                                          გ. ძამუნაშვილი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის   სხდომის   დ ა ს კ ვ ნ ა

    2016 წლის29 ივნისს  ჩატარდა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტოკომისიის სხდომა, რომელზეც  განხილული იქნა პროექტი:

   „მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“

      პროექტთან დაკავშირებით კომისიის წევრების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა ქალაქ თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნ. ვაყელიშვილმა.

     განხილვის შემდეგ  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ გადაწყვიტა პროექტი:

„მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე წარდგენილი იქნას ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.

ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოსსაფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის თავმჯდომარე                                                                     დ. ძნელაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ო ქ მ ი № 10