ო ქ მ ი № 11

   

 

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის  სხდომის

ო ქ მ ი № 11

ქ.თელავი                                                                                    27 ივლისი  2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  დ. ძნელაძე.

    ესწრებოდნენ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  საკითხთა კომისიის წევრები:   გ. ძამუნაშვილი, შ. ნარეკლიშვილი, დ. დალაქიშვილი,  ქალაქ თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ნ. ვაყელიშვილი.  ქალაქ თელავის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის განყოფილების უფროსი ნ. ბაჩიაშვილი,   ქალაქ თელავის მერიის  კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ფ. ყუშიტაშვილი.

დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე (განმარტებითიბარათი თან ერთვის)

                                                                                                          დ. ძნელაძე

     მოისმინეს:  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების აშესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

კომისიის თვმჯდომარე დ. ძნელაძემ კომისიას გააცნო 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები და აღნიშნა, რომ ცვლილებების გათვალისწინებით ბიუჯეტის ოდენობა განისაზღვრა 13 037,40ათ.ლარის ოდენობით. ცვლილებების განხორციელებით მოხდება თანხების მობილიზება ელ. ახვლედიანის სამხატრო სკოლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების დოკუმენტაცის შესყიდვისათვის, ნაგავმზიდი მანქანებისათვის ღია ფარდულის და სამრეცხაოს მოწყობისათვის, აგრეთვე, აშშ-დან ნაჩუქარი ნაგავმზიდის ფოთის პორტიდან თელავამდე ტრანსპორტირების და გაფორმების ხარჯების, სასაწყობო მეურნეობის შემოღობვის და სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟის ხარჯების, საბიბლიოთეკო გაერთიანების და ტურიზმის ცენტრთან  მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების და ააიპ ქალაქი თელავის კულტურის ცენტრის მიერ განსახორციელებელი პროექტის – კულტურის ღვაწმოსილ ადამიანებზე – „ადამიანები ერეკლეს ქალაქიდან“ დასაფინანსებლად. ცვლილებები შეეხება აგრეთვე სოციალურ პროგრამებს ფაქტიური ხარჯვების გათვალისწინებით.

         აზრი გამოთქვეს: გ. ძამუნაშვილს მიზანშეწონილად არ  მიაჩნია ოჯახების და ბავშვთა სოციალური დახმარების და კომუნალური გადასახადების პროგრამისმუხლებში ეკონომიის არსებობა და მათი გადატანა სხვა პროგრამებში. მისი აზრით, პროგრამაში ჩართვისათვის ყოველწლიურად არ უნდა ხდებოდეს ყველა იმ დოკუმენტის მოთხოვა, რაც თავდაპირველი რეგისტრაციისათვის არის საჭირო. მრავალშვილიან ოჯახებს პროგრამები ავტომატურად უნდა გაუგრძელდეთ.

      კომისიის წევრმა შ. ნარეკლიშვილმა დასვა შეკითხვები ინფრასტრუქტურული პროექტების (გზების ორმოული შეკეთებისა და ააიპ თელავის საბიბლიოთეკო გაერთიანებისა და ტურიზმის ცენტრთან მისასვლელი გზის შეკეთების), სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟის, სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია-რესტარაციის სამუშაოების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაცია  წარმოადგინა და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა ქალაქ თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნ. ვაყელიშვილმა, ქალაქ თელავის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის განყოფილების უფროსმა ნ. ბაჩიაშვილმა,   ქალაქ თელავის მერიის  კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა  ფ. ყუშიტაშვილმა.

    კომისიის წევრებმა გ.ძამუნაშვილმა, შ. ნარეკლიშვილმა, დ. დალაქიშვილმა მხარი დაუჭირეს დ. ძნელაძის წინადადებას ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენის შესახებ.

     გადაწყვიტეს: მიზანშეწონილად ჩაითვალოს პროექტი „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე წარდგენილი იქნას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.

ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის თავმჯდომარე

                                                                                             დ. ძნელაძე

საფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის წევრები:

                                                                                              შ. ნარეკლიშვილი

                                                                                               გ. ძამუნაშვილი

                                                                                               დ. დალაქიშვილი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის სხდომის დ ა კ ვ ნ ა

       2016 წლის 27 ივლისს  ჩატარდა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის სხდომა, რომელზეც  განხილული იქნა საკითხი:

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

       პროექტთან დაკავშირებით კომისიის წევრების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა ქალაქ თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნ. ვაყელიშვილმა, ქალაქ თელავის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის განყოფილების უფროსმა ნ. ბაჩიაშვილმა,   ქალაქ თელავის მერიის  კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა  ფ. ყუშიტაშვილმა.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის სხდომამ გადაწყიტა: პროექტი „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 დეკემბრის № 52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების აშესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე წარდგენილი იქნას ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.

ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოსსაფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ძნელაძე

 

 

 

 

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ო ქ მ ი № 11