ო ქ მ ი №2

   

 

 

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი

რესურსების კომისიის სხდომის

ო ქ მ ი 2

        ქ. თელავი                                                                                               19 თებერვალი 2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  დ. ზაქაიძე.

ესწრებოდნენ კომისიის წევრები: შ. ნარეკლიშვილი, ნ.ვარდოშვილი.

აგრეთვე ესწრებოდნენ:  საკრებულოს აპარატის უფროსი ტ. გალახვარიძე.

                                                            დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. მუნიციპალიტეტის მერიიდან გადმოგზავნილი ა(ა)იპ ,,თელავი ჩემი ქალაქია“ მომართვის და კურდღელაურის ქუჩის მცხოვრებთა განცხადების განხილვის შესახებ;

  1. ქალაქ თელავში ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადების განხილვის შესახებ.

  მოისმინეს:  1.  მუნიციპალიტეტის მერიიდან გადმოგზავნილი ა(ა)იპ ,,თელავი ჩემი ქალაქია“ მომართვის და კურდღელაურის ქუჩის მცხოვრებთა განცხადების განხილვის შესახებ;

       დ. ზაქაიძემ კომისიის წევრებს წარუდგინა მუნიციპალიტეტის მერიიდან გადმოგზავნილი მომართვა და განცხადება.

   აზრი გამოთქვეს:  ,,თელავი ჩემი ქალაქია“-ს მომართვასთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის 239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის თანახმად, გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისტორიულ ვითარებათა და სხვა იბიექტურ გარემოებათა გამო მიზანშეწონილია სახელწოდების შეცვლა, ხორციელდება ქალაქთმშენებლობის სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რაც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის აუცილებლობას, არსებითად იცვლება ობიექტის დანიშნულება ან კატეგორია, ან სახელწოდება არ შეესაბამება რეალობას. მოცემულ სიტუაციაში კი აბანოს ქუჩისათვის სახელის გადარქმევა კომისიის წევრებმა არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად, რადგან არ არსებობს არცერთი რეალური მიზეზი, რის გამოც ქუჩას უნდა გადაერქვას სახელი. მიუხედავად ამისა, შ. ნარეკლიშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი ბარძიმოვის სახელის მინიჭების საკითხი, შესაძლებელია განიხილოს იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვება უსახელო ქუჩა ან საქართველოს მთავრობის 239 დადგენილებით განსაზღვრული რაიმე გარემოება.

      იგივე მოსაზრება დაფიქსირდა კურდღელაურის ქუჩის მცხოვრებთა განცხადებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ მოცემულ სიტუაციაში არ არსებობს კურდღელაურის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის სამართლებრივი საფუძვლები.

    გადაწყვიტეს:

  1. კომისიის წევრების მიერ ერთხმად აღინიშნა, რომ ორივე შემთხვევაში ქუჩებისათვის სახელის გადარქმევა ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 239 დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს;
  2. კომისიის გადაწყვეტილება ეცნობოს დაინტერესებულ მხარეებს.

  მოისმინეს:  2. ქალაქ თელავში ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადების განხილვის შესახებ.

  აზრი გამოთქვეს : დ. ზაქაიძემ აღნიშნა, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით საჭიროა ადგილზე გასვლა და დათვალიერება. ასევე ყოფილი პურკომბინატის  ამჟამინდელ მეპატრონესთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრა.

კომისიის თავმჯდომარის მოსაზრებას მხარი დაუჭირეს კომისიის წევრებმა.

  დაადგინეს:  განცხადებაში დასმული საკითხის გადასაჭრელად ადგილზე იქნას შესწავლილი საკითხი და ჩართული იქნენ კომპეტენტური მხარეები.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,

ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი

რესურსების  კომისიის თავმჯდომარე:                                                დ. ზაქაიძე

                       კომისიის წევრები:                                                             შ. ნარეკლიშვილი

 

                                                                                                                      ნ. ვარდოშვილი     

 

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ო ქ მ ი 2