ო ქ მ ი №3

   

 

 

 

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი

რესურსების კომისიის სხდომის

ო ქ მ ი 3

        ქ. თელავი                                                                                               18 მარტი 2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  დ. ზაქაიძე.

ესწრებოდნენ კომისიის წევრები: ლ. არჯევანიძე, ნ.ვარდოშვილი.

აგრეთვე ესწრებოდნენ:  საკრებულოს აპარატის უფროსი ტ. გალახვარიძე.

                                                            დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. ქალაქ თელავში ბ. ჯორჯაძის ქუჩის მცხოვრებელთა განცხადების განხილვის შესახებ;
  2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის 76 განკარგულების ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომისათვის ადგილების გამოყოფის თაობაზე“ შესრულების მდგომარეობის შესახებ;
  3. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების და რეკრეაციული ზონების შესახებ.

  მოისმინეს:  1.  ქალაქ თელავში ბ. ჯორჯაძის ქუჩის მცხოვრებელთა განცხადების განხილვის შესახებ;

  აზრი გამოთქვეს:  დ. ზაქაიძემ აღნიშნა, რომ განცხადებაში მოყვანილია საკითხი გეოგრაფიული ობიექტის სახელის და დანიშნულების შეცვლის შესახებ. ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი უნდა არსებობდეს შესაბამისი გარემოებები, რათა რომელიმე გეოგრაფიულ ობიექტს შეეცვალოს არსებული სახელი.

  კომისიის წევრების მიერ აღინიშნა, რომ განმცხადებლებს უნდა მიეწოდოთ  ინფორმაცია ბ. ჯორჯაძის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესაბამისი    გარემოებების არ არსებობის შესახებ.

    გადაწყვიტეს: კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს განცხადების ავტორებს.

 მოისმინეს:  2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის 76 განკარგულების ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომისათვის ადგილების გამოყოფის თაობაზე“ შესრულების მდგომარეობის შესახებ;

  აზრი გამოთქვეს : დ. ზაქაიძემ აღნიშნა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომისათვის ადგილების დაგეგმარება და უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში დაგეგმარება ეწინააღმდეგება საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბერის განკარგულებით განსაზღვრულ ნორმებს, ამიტომ საჭიროა, რომ მერიიდან მოვისმინოთ განმარტებები, თუ რატომ ხდება აღნიშნული უზუსტობები და როდის დასრულდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომისათვის ადგილების გამოყოფა.

    დ. ზაქაიძეს დაეთანხმნენ კომისიის წევრები და აღნიშნეს, რომ აუცილებელია საკითხი გახდეს მსჯელობის საგანი. ქალაქის მერიამ, აუცილებელია იმოქმედოს საკრებულოს განკარგულების შესაბამისად.

  დაადგინეს:  საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის 76 განკარგულების შეუსრულებლობის შესახებ ეცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად.

მოისმინეს:  3. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების და რეკრეაციული ზონების შესახებ.

  აზრი გამოთქვეს : დ. ზაქაიძემ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთები, რომელთა რეგისტრაციაც მუნიციპალიტეტის მერია დღემდე ვერ ახერხებს, თუმცა ამის შესახებ არაერთხელ იქნა საკითხი დაყენებული.

  ნ. ვარდოშვილმა აქვე ისაუბრა იმის შესახებ, რომ საჩქაროდ უნდა მოხდეს დაურეგისტრირებელი ქონების აღრიცხვა და დარეგისტრირება, ასევე რეკრეაციული ზონების განსაზღვრა, მაგრამ რატომღაც მერია ამ მიმართულებით არ მუშაობს.

  დაადგინეს:  საკითხთან დაკავშირებით კომისიის მოსაზრება წარედგინოს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს სხდომას.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,

ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი

რესურსების  კომისიის თავმჯდომარე:                                                დ. ზაქაიძე

                       კომისიის წევრები:                                                             ლ. არჯევანიძე

 

                                                                                                                      ნ. ვარდოშვილი     

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ო ქ მ ი 3