ო ქ მ ი №4

   

 

 

 

      ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი

რესურსების კომისიის სხდომის

ო ქ მ ი 4

        ქ. თელავი                                                                                               25 მარტი 2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  დ. ზაქაიძე.

ესწრებოდნენ კომისიის წევრები: შ. ნარეკლიშვილი,  ნ.ვარდოშვილი.

აგრეთვე ესწრებოდნენ:  საკრებულოს აპარატის უფროსი ტ. გალახვარიძე.

                                                            დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. ქალაქ თელავში, რუსთაველის ქ. 95-ში მცხოვრები – თეა მახათელაშვილის განცხადების განხილვის შესახებ.
  2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ პროექტის განხილვის თაობაზე;
  3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან წარმოდგენილი, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებების შესახებ.

  მოისმინეს:  1.  ქალაქ თელავში, რუსთაველის ქ. 95-ში მცხოვრები – თეა მახათელაშვილის    განცხადების განხილვის შესახებ.

   აზრი გამოთქვეს:  დ. ზაქაიძემ აღნიშნა რომ თ. მახათელაშვილის განცხადებაში დაყენებული საკითხის გადაწყვეტა შედის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებაში, ამიტომ მიზანშეწონილია განცხადება გადაეგზავნოს უფლებამოსილ ორგანოს.

     დ. ზაქაიძის მოსაზრებას მხარი დაუჭირეს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრებმა.

    გადაწყვიტეს: მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წლის 22 მარტს, ქალაქ თელავში რუსთაველის ქუჩა 95-ში მცხოვრები თეა მახათელაშვილის გჰანცხადება გადაეგზავნოს მუნიციპალიტეტის მერიას.

  მოისმინეს:  2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ პროექტის განხილვის თაობაზე;

  აზრი გამოთქვეს : შ. ნარეკლიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პროექტში ნათლად არ არის წარმოდგენილი, თუ რა შედეგს მოგვიტანს პროექტით გათვალისწინებული რეგულაცია, შესაძლოა, რომ მოძრაობა კი არ განიტვირთოს, გახდეს უფრო რთული და შეიქმნას საავარიო სიტუაციები.

დ. ზაქაიძე და ნ. ვარდოშვილი დაეთანხმნენ შ. ნარეკლიშვილის მოსაზრებას.

  გადაწყვიტეს:  წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით შემუშავდეს უარყოფითი დასკვნა თანდართული ფორმით (თან ერთვის ერთ ფურცლად).

მოისმინეს: 3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან წარმოდგენილი, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებების შესახებ.

  აზრი გამოთქვეს : კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს წარუდგინა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის სხდომის გადაწყვეტილებები და აღნიშნა, რომ კომისია თანახმაა ქალაქ თელავში რუსთაველის II შესახვევს მიენიჭოს ზაქარია ახოიშვილის სახელი,

 ლიონიძის ქუჩის ნაწილს ეწოდოს ბაადურ ბალარჯიშვილის სახელი და ქალაქ თელავში უსახელო ქუჩას ეწოდოს შალვა დავითაშვილის სახელი.

  შ. ნარეკლიშვილმა აღნიშნა, რომ რადგან თანხმობა მიღებულია პროექტები უნდა წარედგინოს საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

  გადაწყვიტეს:

  1. ქალაქ თელავში არსებული რუსთაველის II შესახვევისათვის ზაქარია ახოიშვილის სახელის მინიჭების შესახებ,
  2. ქალაქ თელავში არსებული ლიონიძის ქუჩის ნაწილისათვის ბაადურ ბალარჯიშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
  3. ქალაქ თელავში უსახელო ქუჩისათვის შალვა დავითაშვილის სახელის  მინიჭების  შესახებ –
  • პროექტები წარედგინოს საკრებულოს ბიუროს , საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,

ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი

რესურსების  კომისიის თავმჯდომარე:                                                დ. ზაქაიძე

                       კომისიის წევრები:                                                             შ. ნარეკლიშვილი

                                                                                                                      ნ. ვარდოშვილი     

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ო ქ მ ი 4