ო ქ მ ი №7

   

 

 

      ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი

რესურსების კომისიის სხდომის

ო ქ მ ი 7

  ქ. თელავი                                                                                               08  ივნისი 2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  დ. ზაქაიძე.

ესწრებოდნენ კომისიის წევრები: ლ. არჯევანიძე, შ. ნარეკლიშვილი,  ნ.ვარდოშვილი.

აგრეთვე ესწრებოდნენ:  აპარატის უფროსი  ტ. გალახვარიძე.

                                                            დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსული პროექტების განხილვის შესახებ.

მოისმინეს:  1. მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსული პროექტების განხილვის შესახებ.

 აზრი გამოთქვეს:  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დ. ზაქაიძემ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის კუთხით წარმოდგენილი ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს, რადგან თანხები უნდა მოხმარდეს იმ სამუშაოებს, რაზეც იყო განსაზღვრული და არ უნდა შემცირდეს.

  დ. ზაქაიძის მოსაზრებას მხარი დაუჭირა კომისიის ყველა წევრმა და ასევე აღნიშნეს, რომ გაურკვეველია, თუ რატომ გეგმავს მერია უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსაცდელის მშენებლობას. ასევე აღსანიშნავია, რომ კავკასიონის ქუჩის შესახვევის რეაბილიტაცია არ უნდა მომხდარიყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წარმოდგენილ პროექტში კი ამისათვის გამოყოფილია 420 000 ლარი.

  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ – პროექტთან დაკავშირებით კი აღინიშნა, რომ მოსაკრებლის ამოღების ადმინისტრირების ფორმა შემუშავებული არ არის. შესაბამისად, გაჭირდება ფიზიკური პირებისაგან მოსაკრებლის ამოღება.

   

გადაწყვიტეს: მუნიციპალიტეტის მერიიდან წარმოდგენილი პროექტები:

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №52 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016  წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;
  2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ –
  • კომისიის მიერ შეფასდეს უარყოფითად.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,

ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი

რესურსების  კომისიის თავმჯდომარე:                                                დ. ზაქაიძე

                       კომისიის წევრები:                                                             შ. ნარეკლიშვილი

                                                                                                                      ნ. ვარდოშვილი 

                                                                                                ლ. არჯევანიძე   

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ო ქ მ ი 7