ო ქ მ ი №8

   

 

 

      ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი

რესურსების კომისიის სხდომის

ო ქ მ ი 8

  ქ. თელავი                                                                                               30  ივნისი 2016 წ.

თავმჯდომარეობდა:  დ. ზაქაიძე.

ესწრებოდნენ კომისიის წევრები: შ. ნარეკლიშვილი,  ნ.ვარდოშვილი.

აგრეთვე ესწრებოდნენ:  აპარატის უფროსი  ტ. გალახვარიძე.

                                                            დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მერიიდან წარმოდგენილი პროექტის განხილვა;
  2. ქალაქ თელავში, ჩოხელის ქუჩაზე გამწვანების ზოლზე არსებული მდგომარეობის შესახებ საკითხის განხილვა.

მოისმინეს: 1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მერიიდან წარმოდგენილი პროექტის განხილვა.

აზრი გამოთქვეს: დ. ზაქაიძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პროექტში განსაზღვრული თანხები საპროექტო სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესყიდვებისათვის, რასაც არ ეთანხმება, რადგან ჯერ არ არის ცნობილი თუ რა სახის სამუშაოები უნდა ჩატარდეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად და გასარკვევია ის გარემოებაც, თუ რა პროექტების დაფინანსება მოხდება თუ არა მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდიდან. ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ეს თანხები მოხმარდება სხვა საკითხების მოგვარებას.

     დ. ზაქაიძის მოსაზრებას  დაეთანხმნენ კომისიის წევრები.

    გადაწყვიტეს: კომისიის მოსაზრება წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით – ეცნობოს საკრებულოს ბიუროს.

მოისმინეს: 2. ქალაქ თელავში, ჩოხელის ქუჩაზე გამწვანების ზოლზე არსებული მდგომარეობის შესახებ საკითხის განხილვა.

აზრი გამოთქვეს: დ. ზაქაიძემ ისაუბრა ჩოხელის ქუჩაზე, მწვანე ზოლზე არსებული მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ დაცვის პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს მწვანე ზოლი დაზიანებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის გამო, რაც ყოვლად მიუღებელია და უნდა მოხდეს შეთანხმება დაცვის პოლიციის თანამშრომლებთან და იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებთან – ვინც იყენებს მწვანე ზოლს.

   კომისიის წევრების მიერ აღინიშნა, რომ უნდა ეთხოვოს საპატრულო პოლიციას დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და მიიღონ შესაბამისი ზომები.

    გადაწყვიტეს: საკრებულოს ბიუროს ეცნობოს ზემოთაღნიშნული გარემოების შესახებ, რათა დაისახოს კონკრეტული ღონისძიებები პრობლემის მოსაგვარებლად.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების,

ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი

რესურსების  კომისიის თავმჯდომარე:                                                დ. ზაქაიძე

 

                       კომისიის წევრები:                                                             შ. ნარეკლიშვილი

 

                                                                                                                      ნ. ვარდოშვილი 

                                                                                                

 

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ო ქ მ ი 8