ო ქ მ ი №11

      

      

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  

მორიგი  სხდომის

 ო ქ მ ი  №11    

08 ივლისი 2016 წ.                                                                                           ქ. თელავი

 

  სხდომას თავმჯდომარეობდა :  არჩილი თხლაშიძე

  ესწრებოდნენ:   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე       გია გიგიაშვილი

იურიდიულ  საკითხთა კომისიის თავმჯდომარე                   ანზორ სულხანიშვილი

 

ეკონომიკისა   და ქონების მართვის საკითხთა

 კომისიის თავმჯდომარე                                                                      გიორგი ემინაშვილი

  სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის

 და ბუნებრივი    რესურსების კომისიის თავმჯდომარე                    დიმიტრი ზაქაიძე

             

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე                                      დავით ჯორჯაძე

                                                               

ფრაქცია ,,ძლიერი თელავი“-ს თავმჯდომარე                             ნიკოლოზ ვარდოშვილი

                          საკრებულოს წევრები:    ბ. რევაზიშვილი,შ. ნარეკლიშვილი,

                                                                     დ. დალაქიშვილი, ლ. არჯევანიძე,

                                                                       გ. ძამუნაშვილი, თ. წითელაური.

                                                                      (რეგისტრაციის  ფურცელი თან  ერთვის).

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

                         სხდომას ასევე  ესწრებოდნენ:   ვიცე-მერი თ. მთვარელიშვილი,  მერის მოადგილეები: ლ. ლილუაშვილი და ა. საჩიშვილი,  მერიის  ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების,  დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი  დ. ნუსხელიძე, მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის განყოფილების უფროსი ნ. ბაჩიაშვილი, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ნ. ვაყელიშვილი,  მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ე.ფროდეული, კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფ. ყუშიტაშვილი.

                     მოქალაქეები: N5 საჯარო სკოლიდ დირექტორი ნ. პაატაშვილი, ლ. ხომიზური და  მ. მოსიაშვილი

    საკრებულოს მრცეველი იურიდიულ საკითხებში მ. ჩაფურიშვილი, აპარატის უფროსი ტ.

    გალახვარიძე.

 

       საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს დასამტკიცებლად წარუდგინა დღის წესრიგი:

 

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №52 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს. ლ. ლილუაშვილი                       

13.00სთ-დან 13.20სთ-მდე

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს №2 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების განხორციელების თაობაზე;

მომხს. ა. საჩიშვილი                       

13.20სთ-დან 13.40სთ-მდე

  1. ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა 2016 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს. ლ. ლილუაშვილი                       

13.40სთ-დან 13.50სთ-მდე

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების – 40

       ერთეული     ხის      მორის     ( სავარაუდო     მოცულობით     10.37   კუბ.   მეტრი.)

       სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

   მომხს. თ. მთვარელიშვილი                       

13.50სთ-დან 14.00სთ-მდე

  1. ქ.თელავში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 16 კვ.მ. არასასოფლო –

     დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) სამეურნეო საკადასტრო

     კოდი 53.20.31.382)  შეძენისას  ნაკისრი სააუქციონო პირობების ვადის გაგრძელების

მომხს. თ. მთვარელიშვილი                       

14.00სთ-დან 14.10სთ-მდე

  1. საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის ასოციაციისათვის საგარანტიო წერილის გაცემის შესახებ.

 მომხს. გ. ემინაშვილი                       

14.10სთ-დან 14.20სთ-მდე

  1. ქალაქ თელავის №5 საჯარო სკოლისათვის ,,ვიქტორ ჰიუგო“-ს სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ;

მომხს. გ. ხაჭაპურიძე                       

14.20სთ-დან 14.30სთ-მდე

  1. საკრებულოს თანამდებობის პირების მივლინების შესახებ.

                                                მომხს. ა. სულხანიშვილი                     

14.30სთ-დან 14.40სთ-მდე

ნ. ვარდოშვილმა მოითხოვა საკითხი ,,სახვადასხვა“-ს დამატება და განცხადების გაკეთების უფლება.

                                     აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით დღის წესრიგის დამტკიცებას მხარი დაუჭირა სხდომაზე  დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა.

  1. მოისმინესქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №52 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

აზრი გამოთქვეს: დ. ზაქაიძემ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ალაზნის გამზირის N37-ში მცხოვრებლებს უარი ეთქვათ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ბიუჯეტში თანხების არ არსებობის გამო. წარმოდგენილ პროექტში კი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისათვის თანხა გამოინახა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენთვის ჯერ გაურკვეველია თუ რომელი რეგიონული პროექტები დაფინანსდება. ამიტომ მართებულად არ მიოიჩნევს ამ ეტაპზე თანხის გამოყოფას.

    აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ რეგიონული პროექტების ფარგლებში ქალაქ თელავისათვის აუცილებლად გამოიყოფა სოლიდური თანხები და იმისათვის, რომ დროულად განხორციელდეს სამუშაოები საჭიროა არ შეფერხდეს საპროექტო სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესყიდვა.

 ბ. რევაზიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ალაზნის გამზირზე ნამდვილად არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებისთვისაც ვერ გამოინახა თანხები ბიუჯეტში და რატომღაც პრიორიტეტი მიენიჭა კავკასიონის ქუჩას.

  გ. ძამუნაშვილმა აღნიშნა, რომ ყოვლად მიუღებელია იმ ქუჩების ასფალტით მოპირკეთება, სადაც მოუწესრიგებელია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რათა არ მოხდეს უახლოეს მომავალში ამ გზების გადათხრა. მან ასევე დასვა კითხვა: იგეგმება თუ არა ანთაძის სახელობის სპორტსკოლის გათბობის სისტემით უზრუნველყოფა და ამისათვის ბიუჯეტში თანხების მობილიზება.

  ა. თხლაშიძემ აღნიშნა, რომ ანთაძის სპორტსკოლის საკითხზე უკვე იყო საუბარი და გაკეთდა განმარტებები, რომ სპორტსკოლის გათბობის სისტემოთ უზრუნველყოფა იგეგმება 2017 წლისათვის, სადაც მოეწყობა ენერგოეფექტური გათბობის სისტემა, რომლის განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის – მერების შეთანხმებაში – მონაწილეობიდან გამომდინარე.

  მოქალაქე მ. მოსიაშვილმა მოითხოვა სიტყვა და აღნიშნა, რომ მერიის თანამდებობის  პირებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება კეთილმოწყობის სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც მუშაობენ არადანიშნულებისამებრ.

  დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 10 (ათმა) წევრმა, წინააღმდეგი 3(სამი): ბ. რევაზიშვილი, ლ. არჯევანიძე, დ. ზაქაიძე).

  1. მოისმინესქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს №2 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების განხორციელების თაობაზე;

აზრი გამოთქვეს: ლ. არჯევანიძემ, ა. თხლაშიძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტი ემსახურება მერიის დებულების – ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 23 ივნისის 139 ბრძანებასტან შესაბამისობაში მოყვანას.

  დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა).

  1. მოისმინეს,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა 2016 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

აზრი გამოთქვეს: გ. ძამუნაშვილმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ მერიის შესაბამისი სამსახური საკრებულოს წევრებს მოიწვევს სხვადასხვა ღონისძიებებზე.

  დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა).

  1. მოისმინეს40 ერთეული ხის მორის სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე;

აზრი გამოთქვეს: ლ. არჯევანიძემ, დ, ზაქაიძემ, გ. ძამუნაშვილმა, ნ. ვარდოშვილმა აღნიშნა, რომ ყოველთვის ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისებას ნებისმიერი ფორმით

  დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 11(თერთმეტმა) წევრმა, წინააღმდეგი 2(ორი):ბ. რევაზიშვილი, ნ. ვარდოშვილი).

  1. მოისმინესლევან ხომიზურისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონე პირობების შესრულების ვადის 2 წლით გაგრძელების თაობაზე.

აზრი გამოთქვეს: დ. ზაქაიძემ, შ. ნარეკლიშვილმა,

  დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა  წევრმა).

  1. მოისმინესსაქართველოს საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის ასოციაციისათვის საგარანტიო წერილის გაცემის შესახებ.

აზრი გამოთქვეს: დ. ზაქაიძემ, ა. თხლაშიძემ,

 დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა  წევრმა).

  1. მოისმინესქალაქ თელავის №5 საჯარო სკოლისათვის ,,ვიქტორ ჰიუგო“-ს სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ;

აზრი გამოთქვეს: ნ. ვარდოშვილმა, დ. ზაქაიძემ,

5 სკოლის დირექტორმა ისაუბრა იმ არგუმენტებზე, რომლის გამოც ითხოვენ სკოლისათვის ვიქტორ ჰიუგოს სახელის მინიჭებას. მან აღნიშნა, რომ სკოლაში მიმდინარეობს ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლება და სკოლა აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის საელჩოსთან.

 თ. მთვარელიშვილმა აღნიშნა, რომ სკოლას უნდა მიეცეს საშუალება განავითაროს  მენეჯმენტი თავისი ხედვით.

 დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა  წევრმა).

  1. მოისმინესსაკრებულოს თანამდებობის პირების მივლინების შესახებ.

აზრი გამოთქვეს: ნ. ვარდოშვილმა, ა. თხლაშიძემ,

დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა  წევრმა).

  1. ,,სხვადასხვა“ნ. ვარდოშვილმა აღნიშნა, რომ წინა მორიგ სხდომაზე დააყენა საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ – სხვადასხვა მიზეზების გამო. საკრებულოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში ის აპარატში შეიტანდა განცხადებას, მაგრამ რაკი მხოლოდ მისი ფრაქციის წევრებმა მოაწერეს ხელი განცხადებას ის აღარ დააყენებს საკითხს უნდობლობის შესახებ.

   მან ასევე ისაუბრა იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით მერიიდან გაათავისუფლეს თანამშრომელი. ამიტომ საკრებულოს წევრებმა უნდა აიმაღლონ ხმა, ხოლო მისთვის, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე  მიუღებელია ასეთი ქმედება.

  ნ. ვარდოშვილმა კვლავ დააყენა საკითხი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შესახებ და აღნიშნა, რომ არანაირი ქმედითი ღონისძიებები არ ხორციელდება და თუ მომავალ სხდომამდე არ განხორციელდება სამუშაოები ის აღარ მიიღებს მონაწილეობას საკრებულოს მუშაობაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              არჩილი თხლაშიძე

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

N-11-08..07.2016-მორიგი-სხდომის-ოქმი