ო ქ მ ი №12

      

      

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  

მორიგი  სხდომის

 ო ქ მ ი  №12    

     08 აგვისტო 2016 წ.                                                                                                ქ. თელავი

 

  სხდომას თავმჯდომარეობდა :  არჩილი თხლაშიძე

  ესწრებოდნენ:   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე       გია გიგიაშვილი

იურიდიულ  საკითხთა კომისიის თავმჯდომარე                   ანზორ სულხანიშვილი

 

ეკონომიკისა   და ქონების მართვის საკითხთა

 კომისიის თავმჯდომარე                                                                      გიორგი ემინაშვილი

 

სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის

საქმეთა კომისიის თავმჯდომარე                                                        გიორგი ხაჭაპურიძე

საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე                             დავით ძნელაძე

             

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე                                      დავით ჯორჯაძე

                                                               

ფრაქცია ,,ძლიერი თელავი“-ს თავმჯდომარე                             ნიკოლოზ ვარდოშვილი

                          საკრებულოს წევრები:    შ. ნარეკლიშვილი,  დ. დალაქიშვილი,    გ. ძამუნაშვილი.

 

                                                                      (რეგისტრაციის  ფურცელი თან  ერთვის).

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                       სხდომას ასევე  ესწრებოდნენ:   ვიცე-მერი თ. მთვარელიშვილი,  მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ნ. ვაყელიშვილი,    მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსი გ. კიკნაძე, კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფ. ყუშიტაშვილი, იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი ა.ფეიქრიშვილი, საკრებულოს მოწვეული სპეციალისტი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში   თ. შაშვიაშვილი, საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მომსახურების და საქმის წარმოების განყოფილების უფროსი ნინო ტაბიძე, საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი მაია დავითაშვილი, საკრებულოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მ. ჩაფურიშვილი, აპარატის უფროსი ტ.  გალახვარიძე.

 

        მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები, მოქალაქეები.

       ა. თხლაშიძემ საკრებულოს წევრებს დასამტკიცებლად წარუდგინა დღის წესრიგი:

                                

 

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №52 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

    მომხს. ლ. ლილუაშვილი                       

12.00სთ-დან 12.20სთ-მდე

                     

  1. „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2016 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

მომხს. ლ. ლილუაშვილი                       

12.20სთ-დან 12.30სთ-მდე

  1. ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა 2016 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს. ფ. ყუშიტაშვილი                      

12.30სთ-დან 12.40სთ-მდე

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს №2 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე;

მომხს. ა. საჩიშვილი                     

12.40სთ-დან 12.50სთ-მდე

                       

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში დამტკიცების შესახებ;

მომხს. თ. მთვარელიშვილი                     

12.50სთ-დან 13.00სთ-მდე

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების                        შ.პ.ს. „საფეხბურთო კლუბი თელავი“-სათვის  პირდაპირი განკარგვის                                    წესით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;

მომხს. თ. მთვარელიშვილი                     

13.00სთ-დან 13.10სთ-მდე

  1. ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირის №6-ის მიმდებარედ არსებული უსახელო ქუჩისათვის გიორგი ბარძიმოვის სახელის მინიჭების შესახებ;

მომხს. დ. ზაქაიძე                     

13.10სთ-დან 13.20სთ-მდე

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 06 ოქტომბრის N34 განკარგულების ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის შექმნის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;

                                        მომხს. მ. ჩაფურიშვილი                    

13.20სთ-დან 13.30სთ-მდე

  1. ,,სხვადასხვა“

13.30სთ-დან

                                     წარმოდგენილი სახით დღის წესრიგის დამტკიცებას მხარი დაუჭირა სხდომაზე  დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა.

    საკითხების განხილვის დაწყებამდე ნ. ვარდოშვილმა აღნიშნა, რომ იგი პროტესტის ნიშნად ტოვებს საკრებულოს სხდომას, რადგან დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიქმნა მრავლბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების მდგომარეობის შესასწავლად, უმოქმედოა და არ ატარებს არანაირ სამუშაოს. შესაბამისად როცა მის წინადადებებს და მოსაზრებებს არანაირი რეაგირება არ მოსდევს, მისი სხდომაზე დასწრებას არანაირი მოტივაცია არ გააჩნია. მანვე აღნიშნა, რომ არ მიიღებს საკრებულოს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობას, ვიდრე სამუშაო ჯგუფი არ დაიწყებს ფუნქციონირებას.

  1. მოისმინესქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №52 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

აზრი გამოთქვეს: გ. ძამუნაშვილმა აღნიშნა, რომ საკმაოდ ბევრი ცვლილებები  შეგვაქვს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რაც იმის დამადასტურებელია, რომ წლის დასაწყისში არ ხდება პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, რაც თავის მხრივ იწვევს ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვას.

 დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 9 (ცხრა) წევრმა, წინააღმდეგი -გ. ძამუნაშვილი).

  1. მოისმინეს„ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2016 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

 აზრი გამოთქვეს:   შ. ნარეკლიშვილმა, გ. ძამუნაშვილმა აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში აუცილებელია პროგრამები განვსაზღვროთ უფრო სრულყოფილად, რათა შემდგომში აღარ განვახორციელოთ ცვლილებები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროგრამების შესახებ სრული ინფორმაცია ქონდეთ მოქალაქეებს.

დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა).

  1. მოისმინეს,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა 2016 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

აზრი გამოთქვეს: დ. ჯორჯაძემ, ა. თხლაშიძემ.

დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა).

  1. მოისმინესქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს №2 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე;

აზრი გამოთქვეს: შ. ნარეკლიშვილმა, გ. ძამუნაშვილმა, ა, თხლაშიძემ აღნიშნა, რომ მერიის დებულებაში ცვლილებები ხორციელდება კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა წევრმა).

  1. მოისმინესქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში დამტკიცების შესახებ;

აზრი გამოთქვეს: გ. ძამუნაშვილმა, შ. ნარეკლიშვილმა.

დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 8 (რვა) წევრმა, წინააღმდეგი 2 (ორი) -გ. ძამუნაშვილი,  შ. ნარეკლიშვილი).

  1. მოისმინესქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შ.პ.ს. „საფეხბურთო კლუბი თელავი“-სათვის  პირდაპირი განკარგვის                                    წესით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;

აზრი გამოთქვეს: გ. ძამუნაშვილმა აღნიშნა, რომ სტადიონის გადაცემაზე იყო ალტერნატური წინადადებაც, კარგი იქნებოდა თუ საკრებულოს ყველა წევრს ექნებოდა საშუალება დასწებოდა პრეზენტაციას.

      მომხსენებლის და თავმჯდომარის მიერ აღინიშნა, რომ წარმოდგენილ პროქტთან დაკავშირებით დიდი ხანია მუშაობს მერია და გავლილია თითქმის ყველა ნიუანსი. ალტერნატური წინადადების შემომტანთ კი არ  გააჩნიათ სამოქმედო პროგრამა და ფინანსური გარანტიები. წერილობით მათ მოითხოვეს იჯარის ფორმით გადაცემა, ხოლო ზეპირ საუბარში გაირკვა, რომ სურვილი აქვთ სტადიონი გადაეცეთ უსასყიდლოდ.

       თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საფეხბურთო კლუბი  „თელავი“-ს წარმომადგენლების კვალიფიკაციის დონე საკმაოდ მაღალია და იმედია, რომ უახლოეს მომავალში ქალაქს ეყოლება ძლიერი საფეხბურთო გუნდი.

 დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს 9 (ცხრა) წევრმა, წინააღმდეგი -გ. ძამუნაშვილი).

  1. მოისმინესქალაქ თელავში, ალაზნის გამზირის №6-ის მიმდებარედ არსებული უსახელო ქუჩისათვის გიორგი ბარძიმოვის სახელის მინიჭების შესახებ;

აზრი გამოთქვეს: გ. ძამუნაშვილმა, შ. ნარეკლიშვილმა გამოთქვეს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქუჩის სახელის შეცვლის შემთხვევაში მოსახლეობას ექმნება გარკვეული პრობლემები.

დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა  წევრმა).

  1. მოისმინესქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 06 ოქტომბრის N34 განკარგულების ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის შექმნის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;

აზრი გამოთქვეს: ა. სულხანიშვილმა, გ. გიგიაშვილმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე კომისია შეიქმნა მერიაში, შესაბამისად უნდა გაუქმდეს საკრებულოსთან  არსებული კომისია.

დაადგინეს:დამტკიცდეს წარმოდგენილი პროექტი. (აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს ყველა  წევრმა).

  1. ,,სხვადასხვა:

  1. საკრებულოს წევრებს გაეცნო „საზოგადოებრივი დარბაზი“-ს ინიციატივა ქალაქ თელავში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დაარსების შესახებ.

      ა. სულხანიშვილმა აღნიშნა, რომ არ იზიარებს „საზოგადოებრივი დარბაზი“-ს ინიციატივას ქალაქ თელავში პანთეონის დაარსების თაობაზე, რადგან წარმოიშვება მრავალი სხვადასხვა ხასიათის პრობლემა, რომელთა მართვაც შეუძლებელი იქნება.

      ვიცე მერმა თ. მთვარელიშვილმა  ასევე აღნიშნა, რომ ისეთი პატარა ქალაქისათვის, როგორიც თელავია, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დაარსება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. საკრებულოს წევრების მიერ აღინიშნა, რომ გასათვალისწინებელია ყველა ის გარემოება, რაც შეიძლება მოყვეს პანთეონის დაარსებას.

დაადგინეს: ქალაქ თელავის ტერიტორიაზე საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დაარსებას მხარი დაუჭირა მხოლოდ გ. ძამუნაშვილმა, ხოლო საკრებულოს 9 (ცხრა) წევრი არ დაეთანხმა „საზოგადოებრივი დარბაზი“-ს ინიციატივას.

  1. ა. სულხანიშვილმა, გ. ძამუნაშვილმა აღნიშნა, რომ პირველი სკოლის მოსწავლეები გახდნენ საქართევლოს ჩემპიონები  სასკოლო ოლიმპიადაზე კალათბურთში და კარგი იქნება, თუ გამოვიჩენთ ყურადღებას და მივულოცავთ წარმატებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ფ. ყუშიტაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ წლის ბოლოს მოხდება შეჯამება ყველა იმ წარმატებებისა, რომელიც მიღწეული იყო სპორტის და კულტურის მიმართულებით თელაველი ახალგაზრდების მიერ და მოხდება მათი დაჯილდოვება.

  1. სხდომაზე დამსწრე მოქალაქე: ლიანა ზურაშვილი.

                 

                  ოთხი წელია რაც სტიქიის შედეგად მიადგა ზიანი მის საცხოვრებელ სახლს, სახურავი შეკეთებულია, მაგრამ დაზიანებულია ჭერიც, არაერთხელ მივიდა მუნუციპალიტეტის მერთან, მარა არანაირი რეაგირება არ მომხდარა, ამჯერად კი დახმარება ითხოვა მუნიციპალიტეტის საკრებულოსაგან, რათა მოხდეს სტიქიის შედეგად დაზიანებული ჭერის აღდგენა.

                  მოქალაქე ლ. ზურაშვილს განემარტა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ვერ  განხორციელდება მისი საცხოვრებელი სახლის შიდა რემონტი.

  1. ა. მჭედლიშვილმა მოითხოვა თამარის ქუჩაზე ვიდეო კამერის ან სხვა საშუალების მოწყობა, რომელიც წინააღმდეგობას შეუქმნით მძღოლებს, რომ არ იარონ მაღალი სიჩქარით.

      მის მოთხოვნას  გამოეხმაურა ვიცე მერი  თ. მთვარელიშვილი და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია შეისწავლის არსებულ ვითარებას და დაგეგმავს შესაბამის ღონისძიებას.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              არჩილი თხლაშიძე

      

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

N-12-08.08.2016-მორიგი-სხდომის-ოქმი