სხდომის ო ქ მ ი № 4

      

ფრაქცია ,,ძლიერი თელავი”-ს

სხდომის ო ქ მ ი № 4

ქ.თელავი                                                                                                         21 ნოემბერი 2016წ.

თავმჯდომარეობდა: ნ. ვარდოშვილი

ესწრებოდნენ ფრაქციის წევრები: ლ.არჯევანიძე,

სხდომის მდივანი: ბ. რევაზიშვილი.

                                

    დ ღ ი ს    წ  ე ს რ ი გ ი

  1. ქ. თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.

მოისმინეს:  1. ქ. თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ.

აზრი გამოთქვეს : ნ. ვარდოშვილმა  აღნიშნა, რომ 2017 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხები უპატრონო ცხოველთა თავშესაფრისათვის, რაც ქალაქისათვის  უპირველესი პრობლემაა და მუნიციპალიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტში მაინც, აუცილებლად უნდა გამოყოს თანხები აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად.

ლ. არჯევანიემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა იყო მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე და 2017 წელს ნამდვილად დროა, გათვალისწინებული იქნას თანხები ზემოთ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად.

ბ. რევაზიშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მკვეთრად მოიმატა 2016 წელს ანტირაბიული აცრების რაოდენობამ და ამ პრობლემის დროულად არ მოგვარების შემთხვევაში გვექნება 2017 წელს ზრდადი მაჩვენებელი.

    ფრაქციის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მომავალი წლისათვის იგეგმება ბენეფიციართა უფასო სასადილოს გადატანა ქ. თელავის მუნიციპალიტეტის შენობიდან ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში. ნ. ვარდოშვილის განცხადებით, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობა ქალაქის ცენტრისა და უმეტესი ქუჩებიდან შორ მანძილზეა, რის გამოც გაუჭირდებათ ბენეფიციარებს სასადილომდე გადაადგილება. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას თანხა ტრანსპორტის შესაძენად, რომელიც უზრუნველყოფს ბენეფიციართა ტრანსპორტირებას უფასო სასადილოში.

ნ. ვარდოშვილის ამ მოსაზრებას ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის ყველა წვრმა.

    ფრაქციის სხდომაზე ასევე განხილული იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს 2017 წელს, მაგრამ მათ შორის  ვერ მოხვდა ქ. თელავში არსებული ბაგრატიონის ქუჩა. ბ. რევაზიშვილმა აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული ქუჩა სავალალო მდგომარეობაშია და აუცილებელია გადაუდებლად ამ ქუჩის რეაბილიტაცია, რასაც დაეთანხმა ლ. არჯევანიძე.

ნ. ვარდოშვილმა აღნიშნა, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე გადაადგილება უჭირთ არამარტო მანქანებს, არამედ ქვეითად მოსიარულეებსაც, განსაკუთრებით გავლა შეუძლებელია ავდრის დროს.

ნ. ვარდოშვილმა ასევე გაიხსენა 2015 წლის 15  ივლისს, ალაზნის გამზირზე N24-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის დაზიანების ფაქტი. ასევე 2016 წელს კავკასიონის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის გადახდის ფაქტი, რის შემდეგაც თვითთმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N630-ით შეიქმნა ქ. თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელ კორპუსებზე სახურავების მიმაგრების საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფის გაწეული სამუშაოს შემდეგ გამოჩნდა აუცილებლობა, მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ყოფილიყო თანხა, კორპუსების სახურავების დასამაგრებლად, რადგან სტიქიების შემთხვევაში თავიდან აგვეცილებინა ფინანსური ზარალი და უბედური შემთხვევების რისკი. ამიტომ ფრაქცია ,,ძლიერი თელავი“ თვლის, რომ აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული იყოს 2017 წლის ბიუჯეტში.

 

გადაწყვიტეს  :  ფრაქციის გადაწყვეტილებები წარედგინოს ბიუროს, მუნიციპალიტეტის მერისათვის გადასაგზავნ შენიშვნებში გასათვალისწინებლად.

ფრაქციის თავმჯდომარე                                                             ნ. ვარდოშვილი

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე                                        ლ. არჯევანიძე

ფრაქციის მდივანი                                                                         ბ. რევაზიშვილი

 

 

     

    

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ოქმი-N4