იურიდიული სამსახური

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების და მოქალაქეების სამართლებრივ მომსახურებას კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარმოადგენს და იცავს გამგეობის ინტერესებს სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას.

ჩვენი მიზანია:
1) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ოფიციალური დოკუმენტების ვიზირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
2) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
3) მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების განხილვა;
4) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენა, მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი და მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება;
5) კონტროლი გარე რეკლამის განთავსებაზე;
6) მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ზედამხედველობა ხეებისა და მწვანე ნარგავების განთავსებაზე, მათ მოჭრა – გადაბელვაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე;
7) კონტროლი და ზედამხედველობა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებზე სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე;
8) მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობა.

(ასევე იხილეთ დებულება)

იურიდიული სამსახური უფროსი

ელენე ფროლეული

ტელ: 0350-27-43-97
მობ: 599-50-82-52
E-mail: