კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის განვითარება, შენახვა და პოპულარიზაცია სხვადასხვა აქტივობებით:

  • მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზება, მოსახლეობის ფართო აუდიტორიისა და ახალგაზრდობის ღონისძიებებში ჩართვა, საზოგადოების დადებითი განწყობა საერო დღესასწაულების და სახალხო ზეიმების მიმართ-როგორც ქალაქად, ასევე სოფლად;
  • უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ინტერესის ზრდა ქართული კულტურის მიმართ. თელავის საფესტივალო ქალაქად გადაქცევა;
  • ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა კულტურულ ცხოვრებაში, ფესტივლების და კონკურსების მოწყობა, ღვაწლმოსილი ადამიანების საიუბილეო თარიღების აღნიშვნა, ხსოვნის საღამოების მოწყობა;
  • თანამედროვე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ქართული ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივლებისა და კონკურსების მოწყობა. ნიჭიერი შემოქმედთა წარმოჩინება;
  • თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა- პატრონობა, მონიტორინგი, უცნობი ძეგლების მოძიება და საინფორმაციო ბაზის შექმნა;
  • გზამკვლევების გამოცემა, აგრეთვე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების, საგანმანათლებლო ბროშურებისა და სხვა ღონისძიებების ინიცირება, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული გამოფენებისა და სამეცნიერო კომფერენციების მოწყობა;
  • სკოლამდელი დაწესებულებების: საბავშვო ბაგა-ბაღების სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება და ხელშეწყობა;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აქტიური ჩართულობა სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებში;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვთა მომზადების ხერლშეწყობა განათლების შემდგომი საფეხურისათვის;

კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაქვემდებარებაში შედის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილება და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.

(იხილეთ დებულება)

კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი

ფიქრია ყუშიტაშვილი

fiqria yushitashvili 1

ტელ: 0350-27-16-09
მობ: 599-85-77-41
E-mail: