ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური

ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურში შედის ქონების მართვის, ეკონომიკის განვითარების, დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილება და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის განყოფილება

ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური უზრუნველყოფს ადგილობრივი შესყიდვების განხორციელების კანონიერებას და ვადების დაცვას, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, საკასო ინფორმაციის მასალების დროულად გადაგზავნას;
ამზადებს მასალებს ადგილობრივი შესყიდვების გამარტივებულ ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელებისას;
მონაწილეობას იღებს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის შედგენაში და მასში ცვლილებების შეტანის პროექტის მომზადებაში;
შეისწავლის ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და რეკომენდაციებს წარუდგენს გამგებელს მათი აღმოფხვრის თაობაზე;
ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება უზრუნველყოფს ადგილობრივი ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებას;
სახელმწიფო ფონდის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გაცემის პროცესის დასრულებას;
ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებზე საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემისას მხარეების მიერ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაძე მონიტორინგს;
მონაწილეობას იღებს საპრივატიზაციო ნუსხაში დასამტკიცებელი ქონების დოკუმენტაციის და გამოსაცხადებელი სააუქციონო მასალის მომზადებაში;
ამზადებს ადგილობრივ მოსაკრებლებთან, ნებართვებთან და გადასახადებთან დაკავშირებულ პროექტებს, ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური პროგრამების შედგენას;
მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგეგმო პარამერტრების შემუშავებაში და ანალიზში;
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით უზრუნველყოფს უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის გაცემას: ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების და დაცული ტერიტორიების (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონოსძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ, ასევე ხელს უწყობს ტურიზმსა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებს სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში.

(იხილეთ დებულება)

ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსი

გიორგი კიკნაძე

 

E-mail: giorgikiknadze.yahoo.com