სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური წარმოადგენს, თელავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც „საქართველოს კონსტიტუციის“, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ორგანული კანონის, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს “საქართველოს კონსტიტუციის“, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ორგანული კანონის, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”
სამსახური ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თელავი, ერეკლე 2-ის. №16.
სამსახურს აქვს შტამპი, ბლანკი და ბეჭედი.
სამსახური იყენებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.

სამსახურის ძირითადი ამოცანები და უფლებამოლილება.
1.სამსახურის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და ნამდვილ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;
ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ – აღმზდელობითი მუშაობა;
გ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;
დ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;
ე) რეზერვისტთა აღრიცხვის ორგანიზება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება.
2. სამსახურის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) 17 წლის ასაკის მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;
ბ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;
გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება;
დ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე,
ე) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა;
ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებიდან, კერძო სტრუქტურებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან;
ზ) მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში.
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

(ასევე იხილეთ დებულება)

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი

დავით გოგოშვილი

daviT gogoshvili

ტელ: 0350-27-65-77
E-mail: telavisamxedro@gmail.com