ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება

ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ დადგენილი წესით საქმის წარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა არასამთავრობო გაერთიანებებთან. ასევე სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ჩვენი მიზანია:
1) ინვესტიციების მოზიდვა და საინტერესო ბიზნეს გარემოს შექმნა.
2) მუნიციპალური პროგრამების ინიცირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და მართვის მეთოდოლოგიური და ტექნიკური უზრუნველყოფა.
3) მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება.
4) თელავთან დამეგობრებულ თვითმმართველ ქალაქებთან თანამშრომლობა და ვიზიტების დაგეგმვა.
5) მუნიციპალიტეტის მიერ ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.
6) საზღვარგარეთიდან ჩამოსული ოფიციალური დელეგაციებისათვის საჭირო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი საგარეო ვიზიტების ორგანიზება.
7) თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური პროგრამების შედგენა, განხორციელებისა და განახლების კოორდინაცია.
8) საერთაშორისო და არასამთავრობო, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე მოქალაქეთა სხვადასხვა სოციალური და ყოფითი პრობლემების გადაჭრა და მოგვარება.
(ასევე იხილეთ დებულება)

ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

მანანა ინაშვილი

E-mail: iro.telavi@gmail.com