აღმოსავლეთ თელავი

აღმოსავლეთ თელავის ტერიტორიული ორგანოს საზღვრებია:
აღმოსავლეთით – სოფელი შალაური;
დასავლეთით – თელავის ხევი (ი.ჭავჭავაძის გამზირიდან დ. აღმაშენებლის ქუჩამდე), დ. აღმაშენებლის შესახვევი;
ჩრდილოეთით – სოფელი კურდღელაური;
სამხრეთით – ი. ჭაჭავაძის გამზირი (თელავის ხევიდან რუსთაველის გამზირამდე), თამარის ქუჩა (რუსთაველის გამზირიდან გ. ლეონიძის ქუჩამდე), ქ. თელავისა და სოფ. შალაურის დამაკავშირებელი გზა.

“აღმოსავლეთ თელავის” ტერიტორიული ერთეულის შემადგენლობაში შედის 47 ქუჩა, რომელიც შედგება 2150 კომლისა და 7500 მოსახლისაგან (2012 წლის მონაცემებით). ამ ტერიტორიულ ერთეულში შედის 5 საარჩევნო უბანი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 5600 ამომრჩეველს.

დღეისათვის რამოდენიმე ქუჩას ჩატარებული აქვს რეკონსტრუქცია, მოწესრიგებულია გარეგანათება, სანიაღვრე არხები, გაშენებულია გამწვანების ზოლი, შეკეთებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები, შეიღება ფასადები რაც ქალაქს უფრო მეტ სილამაზეს მატებს. აღმოსავლეთ ტერიტორიაზე განლაგებულია რამოდენიმე საშუალო სკოლა და საბავშვო ბაღი, ასევე რამოდენიმე საზოგადოებრივი დანიშნულების დაწესებულება.

ციციშვილის ქუჩაზე მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის კავთის ეკლესია,რომელიც არის მოქმედი და შაბათ – კვირას სრულდება წირვა – ლოცვა რაც მეტად მნიშვნელოვანია “აღმოსავლეთ თელავის” მოსახლეობისათვის.

01 kavta 02 kavta

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული


გადიდებული რუკის ნახვა