ცენტრალური თელავი

ცენტრალური თელავის ტერიტორიული ორგანო შედგება 62 ქუჩისგან.
აღმოსავლეთით ესაზღვრება სამხედრო ქალაქი;
დასავლეთით – თელავის ხევი;
ჩრდილოეთთ – ჭავჭავაძის გამზირი, თელავის ხევიდან რუსთაველის გამზირამდე, თამარის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან ლეონიძის ქუჩამდე;
სამხრეთით – ქართული უნივერსიტეტის ქუჩა დასაწყისიდან თელავის ხევამდე.

ცენტრალური თელავის ტერიტორიული ორგანო გამოირჩევა ძველი და ახალი ისტორიული ნაგებობებით:

  • ერეკლე II-ის სასახლე, რომელიც აგებულია არჩილის მეფობის დროს, XVII საუკუნეში. მცირედ გადაკეთებულია XVIII საუკუნეში, ერეკლე II-ის დროს. ამავე ტერიტორიაზეა აგებული ერეკლე II-ის კარის ეკლესია “სობორო” 1755 წელს. აგრეთვე ფუნქციონირებდა 1758 წელს წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი, შემდგომში #1 საჯარო სკოლა, სადაც მრავალ გამოჩენილ ადამიანს უსწავლია.
  • სასახლის აღმოსავლეთით 1971 წელს დაიდგა ერეკლე II-ის ძეგლი, რომლის გვერდითაც გაშენებულია სკვერი.
  • სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით არის XVII საუკუნეში დაბურღული “ბატონის წყარო”
  • XX საუკუნის დასწყისში გაშენებულია “თელავის კულტურისა და დასვენების პარკი “ნადიკვარი”, რომელიც ულამაზესი ხედითა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა
  • V-VI საუკუნეებში აგებული ეკლესია “ღვთაება”, ალავერდის ეპარქიის საკათედრო ტაძარი.
  • 1981 წელს გაიხსნა “ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრი”, რომლის შიდა ინტერიერს ამშვენებს XVIII საუკუნეში აგებული ტაძარი.
  • 1983 წელს გაიხსნა საჩოგბურთო კორტები, რომელიც დღეისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საჩოგბურთო კომპლექსად ითვლება საქართველოში.
  • აღსანიშნავია, თითქმის 900 წლის “ჭადარი”, რომლის დიამეტრია – 3.6 მეტრი, გარშემოწერილობა – 11.4 მეტრი. ჭადრის გვერდით გაშენებულია სკვერი.
  • ქალაქის ცენტრში, ერეკლეს მოედნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში გაშენებულია ორი სკვერი, რომელიც “ძველი და ახალი ბაღის” სახელწოდებითაა ცნობილი.
  • აღსანიშნავია ქალაქის თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკა, რომელიც 1884 წელს, “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” წევრს – ივანე როსტომაშვილს დაუარსებია.
  • გივი ჩოხელის დახელობის სტადიონი, რომლის ცენტრალურ შესასვლელს ამშვენებს გამოჩენილი თელაველის, დიდი ფეხბურთელის – გივი ჩოხელის ძეგლი.
  • ისტორიულად ცნობილ “გიგოს გორაზე” 2003 წელს აგებული წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია

01 erekle 02 chadari 03 teatri OLYMPUS DIGITAL CAMERA

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული

ლაშა გიგაური

 

ტელ: 0350-23-55-78
მობ: 599 566 599
E-mail:


გადიდებული რუკის ნახვა