ძველი თელავი

ძველი თელავის ტერიტორიული ორგანო უძველესი დასახლებაა ქალაქში. საზღვრებია:
აღმოსავლეთით – მდ. “თელავის ხევი“
დასავლეთით – სოფელი ვარდისუბანი,
ჩრდილოეთით – აღმაშენებლის გამზირი, ტ/ორგანო “ალაზანი კავკასიონი“
სამხრეთით – გომბორის ქედი

ტ/ორგანო „ძველი თელავის“ ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება. XI საუკუნიდან კახეთ-ჰერეთის სამთავრო ცენტრი.
1801 წლიდან გამოცხადდა ქალაქად.
ტ/ორგანოს ტერიტორიაზე მდებარეობს დღემდე შემორჩენილი ნაგებობა „ძველი გალავანი“, რომელიც ყველაზე ადრეულია ყველა ციხესთან შედარებით.
ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარეობს “ღვთისმშობლის მიძინების” სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.

01 pirveli maisi 02 pirveli maisi

“ძველი თელავის” ტერიტორიული ერთეულის შემადგენლობაში შედის 55 ქუჩა, რომელიც შედგება 1817კომლისა და 7500 მოსახლისაგან (2012 წლის მონაცემებით). ამ ტერიტორიულ ერთეულში შედის 5 საარჩევნო უბანი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 5600 ამომრჩეველს.

დღეისათვის რამოდენიმე ქუჩას ჩატარებული აქვს რეკონსტრუქცია, მოწესრიგებულია გარეგანათება, სანიაღვრე არხები, გაშენებულია გამწვანების ზოლი, შეკეთებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები, შეიღება ფასადები რაც ქალაქს უფრო მეტ სილამაზეს მატებს. ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს რამოდენიმე სასტუმრო: „რჩეული მარანი“, „კახეთი“, „ძველი თელავი“ და რამოდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო.

ტერიტორიაზე განლაგებულია ორი – #5 და #6 საჯარო სკოლა, ტერიტორიაზე სამი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა #2, #5 და #6 საბავშვო ბაღები. ორი მცირე ტიპის ბავშვთა სახლი, პროფესიული სასწავლებელი „ალსო“, საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი „ეტალონი“ ასევე რამოდენიმე საზოგადოებრივი დანიშნულების დაწესებულება: “თელავის ახალგაზრდობის ცენტრი“, ფონდი „ახალი სიცოცხლე“.

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული

დავით წიქარაძე

 

ტელ: 0350-27-41-07
მობ: 595-91-93-43
Email:


გადიდებული რუკის ნახვა