ბრძანება N49

sacdeli 3

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ქ. თელავი              „ 11“ აპრილი 2014 წ.

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №49

თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისათვის პირობიანი აუქციონის გამოცხადების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის „პ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის N20 დადგენილების, ,,თელავის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 ოქტომბრის N60, 2014 წლის 31 იანვრის N31 და 2012 წლის 28 თებერვლის N6 განკარგულებების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.გამოცხადდეს პირობიანი აუქციონი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონების პრივატიზების მიზნით:
ლოტი N1 ქ. თელავში, თელავში, დავით აღმაშნებლის მეორე შესახვეში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 16 კვ.მ. (ს/კოდი 53.20.31.382);
ლოტი N2 თელავში, დავით აღმაშნებლის გამზირზე არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 81 კვ.მ. (ს/კოდი 53.20.31.422);
ლოტი N3 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 240 კვ.მ. (ს/კოდი 53.08.42.127);

2. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია.
/დანართი ბრძანებას თან ერთვის/

3. დაევალოს თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აუქციონის შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება.
4. აუქციონის ჩატარება უზრუნველყოს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 11 ოქტომბრის №6/3-19 ბრძანებით შექმნილმა თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედმა სააუქციონო კომისიამ.
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
7. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ.თელავი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №41), ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                  დიმიტრი ბოჭორიძე

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ბრძანება N 49-11.04.14 – აუქციონის გამოცხადება აღმაშენებელზე 16 და 81 კვ.მ. და ვარდისუბანში 240 კვ.მ.