ბრძანება №78

sacdeli 3

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ქ. თელავი              „ 21“ მაისი 2014 წ.

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №78

თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისათვის პირობიანი აუქციონის გამოცხადების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის „პ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის N20 დადგენილების, ,,თელავის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 აპრილის N42 განკარგულების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. გამოცხადდეს პირობიანი აუქციონი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონების პრივატიზების მიზნით:
ლოტი N1 თელავში, თბილისის გზატკეცილზე არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2126 კვ.მ. (ს/კოდი 53.20.33.084);
2. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია.
/დანართი ბრძანებას თან ერთვის/
3. დაევალოს თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აუქციონის შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება.
4. აუქციონის ჩატარება უზრუნველყოს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 11 ოქტომბრის №6/3-19 ბრძანებით შექმნილმა თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედმა სააუქციონო კომისიამ.
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
7. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ.თელავი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №41), ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                  დიმიტრი ბოჭორიძე

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ბრძანება N 78 -21.05.14 – აუქციონის გამოცხადება თბილისის გზატკეცილზე 2126 კვ.მ.