ბრძანება N101

sacdeli 3

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ქ. თელავი              „ 06“ ივნისი 2014 წ.

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №101

თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე პირობიანი აუქციონის გამოცხადების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის „პ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19’5 მუხლის ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის N21 დადგენილების შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. გამოცხადდეს პირობიანი აუქციონი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე შენობის (ბაგა-ბაღი) პირველ სართულზე არსებული 28,3კვ.მ. (ს/კოდი 53.08.40.050) არასაცხოვრებელი თავისუფალი ფართის იჯარის ფორმით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე:
2. იჯარის ვადა განისაზღვროს 3(სამი) წლით.
3. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე პირობიანი აუქციონის გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია.
/დანართი ბრძანებას თან ერთვის/
4. პირობიანი აუქციონის ჩატარება უზრუნველყოს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 11 ოქტომბრის №6/3-19 ბრძანებით შექმნილმა თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედმა სააუქციონო კომისიამ.
5. დაევალოს თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული პირობიანი აუქციონის შესახებ ინფორმაციის კანონმებლობით გათვალისწინებულ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება.
6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;
8. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ.N41), ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                  დიმიტრი ბოჭორიძე

(სრული ჩამოსატვირთი ვერსია)

ბრძანება N101 – 06.06.14 – აუქციონის გამოცხადება სოფ.ვარდისუბანში 28.3 კვ.მ.