მოქალაქეთა მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვის, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, საქმის წარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

მოქალაქეთა მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვის, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, საქმის წარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ექვემდებარება ადმინისტრაციულ სამსახურს.
განყოფილების ფუნქციებია:
1) მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება–ჩაბარება;
2) განცხადებების რეგისტრაცია, მათი გადამისამართება შესაბამის სამსახურებში, სამსახურების მიერ მომზადებული პასუხების რეგისტრაცია და ფოსტით გაგზავნა;
3) მოქალაქეთათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა. ასევე გადამისამართება შესაბამისი კომპეტენციის მქონე დაწესებულებებში;
4) ადგილობრივი თვითმმართელობის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოქალაქეთათვის;
5) ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა
6) მერიის არქივის წარმოება
7) მერიის სატიტულო ბლანკების , ბეჭდების, შტამპის გამოყენების კონტროლი
8) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება
9) მედია–საშუალებებთან ურთიერთობის ორგანიზება.

მოქალაქეთა მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვის, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, საქმის წარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში წარმოებს ბრძანებების ჟურნალი,

განყოფილებაში მიიღება და ტარდება მერის სახელზე მოსული წერილები, მიმართვები, მოხსენებითი ბარათები, რაც ფიქსირდება შემოსული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალში.
განყოფილება ასევე გზავნის წერილებს ფოსტის საშუალებით, რაც რეგისტრირდება როგორც გასავლის სარეგისტრაციო, ასევე საფოსტო გზავნილების ჟურნალში.
ამავე განყოფილებაში იწარმოება საჯარო ინფორმაციის ჟურნალი და გაიცემა შესაბამისი ინფორმაციები. მოწმდება და მზადდება მივლინებები და შესაბამისად არსებობს მივლინების ჟურნალი.
განყოფილებას აქვს ასევე დასატარებელი ჟურნალი სადაც ფიქსირდება იმ პირთა გვარები, ვისზედაც დაედო რეზოლუცია წერილსა თუ შესაბამის დოკუმენტაციას და წერილების ჩაბარება ფიქსირდება ხელმოწერით.
საქმეში გაშვებული წერილები და თანდართული დოკუმენტაცია ინახება შესაბამის ბაინდერებში.

 

მოქალაქეთა მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვის, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, საქმის წარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

თამარ ზაზანაშვილი

ტელ: 0350-27-12-28
მობ: 595-91-93-50
E-mail: telavi.meria@gmail.com