სამეურნეო, საბიუჯეტო–საგეგმო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება

სამეურნეო, საბიუჯეტო–საგეგმო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად ყველა საჭირო ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მის შესრულებას;
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებთან დაკავშირებით ახორციელებს მონაცემთა ბაზის ფორმირებას და ანალიზს;
მხარჯავი დაწესებულებებისთვის ამზადებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში იძლევა რეკომენდაციებს და მითითებებს, შემდეგ აწარმოებს შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღება-დამუშავებას;
ახორციელებს მუნიციპალური პროგრამების და პროექტების ფინანსურ ანგარიშს;
წლის განმავლობაში შეაქვს ცვლილებები ბიუჯეტში, რომელიც წარედგინება საკრებულოს დასამტკიცებლად;
კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აწარმოებს ბიუჯეტის კვარტალურ და წლიური შესრულების ანგარიშს და ამზადებს ინფორმაციას, მათ შორის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ;
წლის განმავლობაში განიხილავს ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციების და მხარჯავი დაწესებულებების მომართვებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის წინადადებებს წარუდგენს ხელმძღვანელობას, რის გათვალისწინებითაც შემდგომში არსებული წესის შესაბამისად ამზადებს დადგენილების პროექტს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საბუღალტრო აღრიცხვის წესის შესაბამისად თელავის მუნიციპალიტეტის სამსახურების და მმართველობითი აპარატის შენახვის ხარჯების ყოველდღიურ ოპერატიულ აღრიცხვა;
ბ) თელავის მუნიციპალიტეტის სამსახურების და მმართველობითი აპარატის მუშაკთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემი თანხების დარიცხვას, უწყისების შედგენა და გასაცემი თანხების ბანკში დროული გადარიცხვა;
გ) საშემოსავლო გადასახადების ანგარიშების შედგენა და დადგენილ ვადაში საგადასახადო ინსპექციაში წარდგენა;
დ) მოქმედი დებულების შესაბამისად მუნიციპალიტეტის პერიოდული და წლიური საბუღალტრო ანგარიშის (ბალანსის) შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენა;
ე) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის თაობაზე მხარჯავ დაწესებულებებისათვის მეთოდოლოგიურ დახმარება;
ვ) საბუღალტრო დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთაღრიცხვების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვაზე კონტროლი და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარება;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

სამეურნეო, საბიუჯეტო–საგეგმო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება ექვემდებარება საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურს

სამეურნეო, საბიუჯეტო–საგეგმო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი

ნათია ვაყელიშვილი

ტელ: 0350-27-24-29
მობ: 599–28-88-05
E-mail: